თეგებით ძიება

„გპირდებით, როგორც კი ფეხზე დავდგები, კვლავ ეპიცენტრში ვიმუშავებ, ვიქნები იქ, სადაც ისტორია იწერება“ - გიორგი შეწირული

საპროტესტო აქციაზე ნაცემი „ტვ პირველის“ ოპერატორი, გიორგი შეწირული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„მეგობრებო, გამარჯობა, გუშინ საღამოს გამომწერეს, აღმენიშნება ტვინის შერყევა, თავზე სამი ჭრილობა, ხერხემლისა და სხეულის ტკივილი. თუმცა, დაზიანებები უახლოეს პერიოდში აუცილებლად გამივლის და ჩემს საყვარელ საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებ.

ახლა კი მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ჩემს მეგობრებს, ახლობლებს და უცნობ ადამიანებს, რომლებიც ჩემ მიმართ აუარელ ყურადღებას გამოხატავდით. სამწუხაროდ, ყველას პასუხი ვერ გაგეცით, მაგრამ თქვენი მოწერილი თითოეული მესიჯი წავიკითხე და გული სითბოთი ამევსო.

თქვენგან იმხელა ენერგია, მუხტი და სიყვარული მივიღე, რა შემაშინებს. გპირდებით, როგორც კი ფეხზე დავდგები, კვლავ ეპიცენტრში ვიმუშავებ, ვიქნები იქ, სადაც ისტორია იწერება და სწორედ იმ ადამიანების სახეებს გავაშუქებ, რომლებიც ჩვენზე, მედიის წარმომადგენლებზე და თქვენზე, ევროპული მომავლის მცველებზე სასტიკად ძალადობენ. 

ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგებს იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელიც ამ მძიმე დღეების განმავლობაში მივიღე. ჩემი დიდი პატივისცემა თქვენ, ერთად ყოველთვის ძლიერები ვართ.

პ.ს. ბრძოლა გრძელდება იქამდე, სანამ ქართველი ხალხის ნება არ აღსრულდება! საქართველო არ გარუსდება, რეჟიმი კი ვერ გაგვტეხს!“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა