თეგებით ძიება

რატომ უნდა გამოიყენოთ პუროქსანი რესპირატორული სისტემის პრობლემებთან საბრძოლველად

თუ ასთმასა და ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას არასდროს შეუწუხებიხართ, სრულყოფილად ვერ გაიაზრებთ, თუ რამხელა დისკომფორტის გამოწვევა შეუძლია სუნთქვის გაძნელებას სულ მცირე ხნითაც კი – ჩვენ ირგვლივ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ სიმპტომებს მთელი ცხოვრების განმავლობაში ებრძვიან და მათთვის ეფექტიანი სამკურნალო საშუალების არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

პირველ რიგში, სათაურში დასახელებულ კითხვას მარტივად თუ მივუდგებით, პუროქსანის შემადგენელი მთავარი ნივთიერების, დოქსოფილინის, ეფექტიანობა არაერთი კლინიკური კვლევითაა დადასტურებული, რომლებშიც ბრონქული ასთმისა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტები მონაწილეობდნენ. 

კვლევებმა დაადასტურა დოქსოფილინის ეფექტიანობა ასთმური შეტევებისა და ბეტა-2-აგონისტთა მიღების სიხშირეთა შემცირების კუთხით. უსაფრთხოების პროფილით კვლევამ აჩვენა, რომ კარდიოვასკულური, საჭმლის მომნელებელი და ცენტრალური ნერვული სისტემები ამ მედიკამენტს ანალოგებზე უკეთ იტანს.

რთული წინადადებების კითხვა, შესაძლოა, დამღლელი იყოს, ამიტომ მოკლედ ჩამოვწეროთ, რა უპირატესობები ახლავს თან პუროქსანის გამოყენებას: 

● მიღების სიმარტივე: პუროქსან ტოპ 650-ის ფარმაკოკინეტიკა იძლევა იმისა საშუალებას, რომ ტაბლეტი დღეში ერთხელ მიიღოთ;

● პროდუქტის მრავალფეროვნება: პრეპარატი ხელმისაწვდომია სიროფის სახითაც და შეიძლება დაინიშნოს ბავშვებშიც;

● ნაკლები უარყოფითი ურთიერთქმედება: დოქსოფილინთან ზემოქმედებისას უარყოფითი რეაქციების გამომწვევი პრეპარატების ნუსხა საკმაოდ მცირეა, ის არ უნდა დაინიშნოს ქსანთინის სხვა წარმოებულებთან ერთად;

● გავლენა კუჭსა და ძილზე: ანალოგებთან შედარებით, პუროქსანი ბევრად ნაკლებად აღიზიანებს მომნელებელ სისტემას და თითქმის ნულოვანი ზემოქმედება აქვს ძილის არქიტექტურაზე, რომელსაც ასთმა და ფქოდ-ი ხშირად არღვევენ.

სიფრთხილის ზომები, რომელიც პუროქსანის მიღებამდე უნდა გავითვალისწინოთ

მიუხედავად იმისა, რომ ანალოგებზე უსაფრთხოა, პუროქსანს საკმაოდ ძლიერი მოქმედება ახასიათებს, ამიტომ მის გამოყენებამდე უნდა იცნობდეთ რისკებს, რომელთა გამორიცხვაც აუცილებელია.

პირველ რიგში, თქვენს მკურნალ ექიმს მოახსენეთ იმ მედიკამენტების შესახებ, რომელთაც იღებთ, რადგან თუ იღებთ ერითრომიცინს, ტროლეანდომიცინს და ამ ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკებს, შესაძლოა, პუროქსანმა განსხვავებული მოქმედება აჩვენოს. 

არ გამოირიცხება, თუმცა დიდ სიფრთხილეს მოითხოვს პრეპარატის მოხმარება თუ თქვენ სხვადასხვა დროს შეუწუხებიხართ ჰიპერტენზიას, გულის დაავადებებს, მარჯვენა პარკუჭოვან ქრონიკულ უკმარისობას, ღვიძლისა და თირკმლის დაავადებებს, პეპტიკურ წყლულს, გულის შეგუბებით უკმარისობას – თითოეული ამ მდგომარეობის შესახებ პროფესიონალი ინფორმირებული უნდა იყოს. 

ალბათ, ცალკე აღნიშვნას არ საჭიროებს ის გაფრთხილება, რომ ზედოზირებას უნდა ერიდოთ. დოქსოფილინის დოზის გადაჭარბებისას გულის რიტმის სერიოზული დარღვევის ფაქტები აღრიცხული არ არის, თუმცა, რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ ასეთ ფაქტს გართულების გამოწვევა არ შეუძლია – მნიშვნელოვნად დიდი დოზის მიღებისას, მოსალოდნელია გულყრა, რომლის გამოვლენის შემთხვევაშიც ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ. 

პუროქსანის მიღებისას იშვიათად შეიძლება აღგენიშნოთ გულისრევა, თავის ტკივილი, გაღიზიანებადობა, უძილობა, გულის ფრიალი და ტაქიკარდია.

რაც შეეხება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდს, ორსულ ადამიანებზე მედიკამენტის ზემოქმედების კვლევის შეზღუდული რაოდენობის გამო,  ქსანთინები ორსულ ქალს მხოლოდ აშკარა საჭიროების დროს, უკიდურეს შემთხვევაში უნდა დაენიშნოს. დოქსოფილინის უკუჩვენებები გამოვლენილია მეძუძურ დედებში, ამიტომ, ლაქტაციის პერიოდში პუროქსანი არ უნდა გამოიყენოთ.

პუროქსანის სიროფისა და ტაბლეტის დოზირება

როგორც ზემოთ აღინიშნა, პუროქსანის ერთ-ერთ უპირატესობას მისი მიღების სიმარტივე წარმოადგენს. პუროქსანი ტოპ 650-ის ტაბლეტი დღეში ერთხელ მიიღება, ჭამამდე ან ჭამის შემდეგ.

ექიმის დანიშნულებით, დოზა შეიძლება 1200მგ-მდეც გაიზარდოს, ხოლო ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა, ღვიძლისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები აღენიშნებათ, პირიქით — შემცირდეს. 

რაც შეეხება პუროქსანის სიროფის დოზას, მოზრდილებში გამოიყენება 2 საზომი ჭიქა, 20მლ (400მგ), ხანდაზმულებში კი - 1 საზომი ჭიქა, 10მლ (200მგ), ორივე შემთხვევაში დღეში ორჯერ. 

პუროქსანის სიროფის ბავშვებში გამოყენებისას, დოქსოფილინის რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 12მგ-ს ორ მიღებაზე. თუ შედეგი არ დადგა, ექიმის მეთვალყურეობით, დოზა შესაძლოა 18მგ/კგ-მდე გაიზარდოს. 

საბოლოოდ, პუროქსანი ახალი, ეფექტიანი საშუალებაა ასთმისა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სიმპტომების სამკურნალოდ. ჯერჯერობით არსებულ ანალოგებთან შედარებით, მისი მოხმარება ნაკლებ გვერდით არასასიამოვნო ეფექტთანაა დაკავშირებული, თუმცა ამ ფაქტმა არ უნდა გაგათამამოთ – ნუ მიიღებთ პრეპარატს დამოუკიდებლად, დოზები და საჭიროება აუცილებლად ექიმმა უნდა განსაზღვროს.   


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა