საქართველოში კაცები ქალებზე 875 ლარით მეტ საშუალო ხელფასს იღებენ
საქსტატმა დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი კვლავ ყველა სექტორში აღემატება ქალების ხელფასს.
ქვეყანაში გენდერულ ჭრილში სახელფასო სხვაობა მზარდია. თუ გასული წლის მესამე კვარტალში კაცების საშუალო ხელფასი ქალებისას 800 ლარით აჭარბებდა, უკვე მეოთხე კვარტალში სხვაობა 875 ლარი იყო და ქალების საშუალო ხელფასი 1 778.5 ლარით, ხოლო კაცების - 2 653.8 ლარით განისაზღვრა.
ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 171.2 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 189.9 ლარი (7.7%).