თეგებით ძიება

ჰიპერტონიული დაავადებით დაავადებულ პაციენტებს მედიკამენტების მიღების შემდეგ მუსიკის მოსმენას ურჩევენ

სან პაულოს უნივერსიტეტის, Juazeiro do Norte კოლეჯის და ABC სამედიცინო სკოლის (ბრაზილია) სპეციალისტების ახალი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Scientific Reports.

კვლევაში მონაწილეობდა ჰიპერტენზიის მქონე 37 პაციენტი. ყველა მათგანი რეგულარულად იღებდა წამლებს არტერიული წნევის შესამცირებლად ექვსი თვიდან ერთ წლამდე. ერთერთ დღეს მონაწილეები ყურსასმენებით უსმენდნენ ინსტრუმენტულ მუსიკას წამლის მიღებისთანავე ერთი საათის განმავლობაში. მეორეჯერ, პირველი დღიდან ორი დღის შემდეგ, ყველაფერი ზუსტად იგივე იყო, მხოლოდ ყურსასმენები იყო გამორთული. ორივე შემთხვევაში, მეცნიერები აკონტროლებდნენ მონაწილეთა გულისცემის ცვალებადობას წამლების მიღებამდე 10 წუთით ადრე, ასევე მათი მიღებიდან 20, 40 და 60 წუთის შემდეგ. გულისცემის ცვალებადობა არის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ მუშაობს გულ-სისხლძარღვთა სისტემა და როგორ ურთიერთქმედებს იგი სხეულის სხვა სისტემებთან.

როგორც გაირკვა, იმ დღეებში, როდესაც მონაწილეები აბების მიღების შემდეგ მუსიკას უსმენდნენ, წამლები უფრო ეფექტურად მუშაობდა, ვიდრე ყურსასმენების გამორთვის დღეებში.

„მუსიკალური“ საათის განმავლობაში გულისცემაც და წნევაც სრულიად ნორმალიზებული იყო, მუსიკის არარსებობის შემთხვევაში კი წამლების შედეგები არც ისე შთამბეჭდავი იყო.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ფენომენი დაფუძნებულია შემდეგ მექანიზმზე: მუსიკა ასტიმულირებს პარასიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივობას და ამშვიდებს სიმპათიკურ ნერვულ სისტემას. სიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივობა დაკავშირებულია გულისცემის მატებასთან, სისხლძარღვების შეკუმშვასთან და არტერიული წნევის მატებასთან, პარასიმპათიკური ნერვული სისტემა კი პასუხისმგებელია დასვენების მდგომარეობაზე, ამცირებს გულისცემას და არტერიულ წნევას, ასტაბილურებს სისხლში შაქრისა და ადრენალინის დონეს. პარასიმპათიკური ნერვული სისტემის სტიმულირებით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აქტივობა მატულობს, რაც ნიშნავს, რომ გაძლიერებულია არტერიული წნევის შესამცირებელი წამლების შეწოვა.

ჰიპერტენზია (მაღალი წნევა) არის მდგომარეობა, როდესაც სისხლძარღვებში წნევა აღემატება ნორმალურ დონეს (140/90 მმ Hg ან უფრო მაღალი). ჰიპერტენზია ხშირია და დროული მკურნალობის გარეშე, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები.

ძირითადი ფაქტები

შეფასებით, ჰიპერტენზია გავლენას ახდენს 30-79 წლის 1,28 მილიარდ ზრდასრულ ადამიანზე მთელს მსოფლიოში, რომელთა უმრავლესობა (ორი მესამედი) ცხოვრობს დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში.

ჰიპერტენზიის მქონე მოზრდილების დაახლოებით 46%-მა არ იცის, რომ აქვს ეს მდგომარეობა.

ჰიპერტენზიის მქონე ზრდასრული პაციენტების ნახევარზე ნაკლები(42%) დიაგნოსტირებულია და მკურნალობს.

ჰიპერტენზიით დაავადებული ყოველი მეხუთე (21%) ზრდასრული აკონტროლებს თავის დაავადებას.

ჰიპერტენზია მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

ჰიპერტენზიის გავრცელების 33%-ით შემცირება 2010-2030 წლებში არაგადამდები დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი გლობალური მიზანია.

წყარო: მკურნალი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა