"საღეჭი რეზინი უდრის კიბოს შენს სხეულში!“ - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
ამჯერად გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში საღეჭ რეზინთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ, რომ ზემოთ აღნიშნული ჩვენს ორგანიზმში კიბოს გაჩენის რისკს ზრდის:
"საღეჭი რეზინი = მიკროპლასტმასი და კიბო შენს სხეულში!“, - წერს გიორგი ფხაკაძე.