თეგებით ძიება

ახალი კვლევის თანახმად, აუტიზმის განკურნება შესაძლებელი იქნება - რა მედიკამენტზე საუბრობენ მეცნიერები?

აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის აშ­ლი­ლო­ბე­ბი ნე­ი­რო­ბი­ო­ლო­გი­ურ დარ­ღვე­ვებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. აუ­ტიზ­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში სხვა­დას­ხვა მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი გვხვდე­ბა, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხა­რის­ხი­თა და სიმ­ძი­მით.

ზო­გა­დი და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ნიშ­ნე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და გა­რე­მოს­თან ურ­თი­ერთქმე­დე­ბის გაძ­ნე­ლე­ბაა. მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი სპექტრის ამა თუ იმ “დი­ა­პა­ზონ­ში” გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ვლინ­დე­ბა.

მეც­ნი­ე­რე­ბი მისი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნას აქამ­დე ცდი­ლო­ბენ, თუმ­ცა ახა­ლი კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს, რომ აუ­ტიზ­მის გან­კურ­ნე­ბა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა.

ლე­ი­კო­ვო­რი­ნი ინიშ­ნე­ბა ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად. მაგ­რამ ბოლო 13 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბულ რამ­დე­ნი­მე კვლე­ვა­ში, ექიმ­მა რი­ჩარდ ფრა­იმ შე­აგ­რო­ვა მზარ­დი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ მას აუ­ტიზ­მის ნიშ­ნე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაც შე­უძ­ლია. მი­სი­ვე თქმით, ეს შე­იძ­ლე­ბა ღი­რე­ბუ­ლი იყოს რო­გორც აუ­ტიზ­მის მკურ­ნა­ლო­ბა­ში, ასე­ვე - ამ აშ­ლი­ლო­ბის პრე­ვენ­ცი­ა­ში.

"თუ ექიმ­თან მი­დი­ხარ და ეძებ აუ­ტიზ­მის აბებს, ის არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ, ჩემი კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, ლე­ი­კო­ვო­რი­ნი ბევრ ბავ­შვს და­ეხ­მა­რა" - გა­ნუ­ცხა­და The Post-ს ფრა­იმ.

ფრა­იმ ლე­ი­კო­ვო­რი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა 2000-იან წლებ­ში და­ი­წყო.

"და­ვი­წყე იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ თა­ვის ტვინ­ში ნე­ი­რო­ქი­მია გა­მორ­თუ­ლი იყო“, - თქვა მან.

და­ახ­ლო­ე­ბით ამა­ვე დროს, გაჩ­ნდა ახა­ლი კვლე­ვა, რო­მელ­მაც აჩ­ვე­ნა, რომ ნე­ი­რო­გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღვე­ვე­ბის მქო­ნე ბევრ ბავ­შვს ჰქონ­და ფო­ლი­უ­მის (ვი­ტა­მი­ნი B9) და­ბა­ლი დონე თა­ვის ტვინ­ში - მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია რო­გორც ცე­რებ­რა­ლუ­რი ფო­ლი­უ­მის დე­ფი­ცი­ტი (CFD). დად­გინ­და, რომ ამ ბავ­შვე­ბი­დან ბევ­რი ატა­რებ­და ფო­ლი­უ­მის რე­ცეპ­ტო­რის ალფა (FR⍺) აუ­ტო­ან­ტის­ხე­უ­ლებს, რომ­ლე­ბიც ბლო­კავს ფო­ლი­უ­მის სწორ ტრან­სპორ­ტი­რე­ბას ტვინ­ში.

კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ აუ­ტიზ­მის მქო­ნე ბავ­შვე­ბის 75%-ზე მეტს გა­აჩ­ნდა FR⍺ აუ­ტო­ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი. ამ აღ­მო­ჩე­ნე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა ფრა­იმ ლე­ი­კო­ვო­რი­ნით გა­მო­ყე­ნე­ბა და­ი­წყო.

2012 წელს ჩა­ტა­რე­ბულ კლი­ნი­კურ კვლე­ვა­ში, ფრა­იმ და მის­მა გუნ­დმა ლე­ი­კო­ვო­რი­ნი 44 ბავ­შვზე გა­მო­ცა­დეს. უმე­ტე­სო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბეს­და.

წყა­რო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა