თეგებით ძიება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა სრული დატვირთვით განაახლა" - "ტავ ჯორჯია"

"თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა სრული დატვირთვით განაახლა", - ამის შესახებ ინფორმაციას Bm.ge "ტავ ჯორჯიაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

"სუსმა ჩაატარა ღონისძიება, ევაკუაცია იყო და შემდეგ სრულად აღდგა ოპერირება. ბოლო 40 წუთია თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა სრული დატვირთვით განაახლა", - უთხრეს გამოცემას "ტავ ჯორჯიაში".

Bm.ge დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც, სადაც თქვეს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიება დასრულდა, თუმცა დეტალებზე სხვა ინფორმაცია სუსსს არ მოუწოდებია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა