რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან საქართველოში სასწავლებლად - ლიდერი ინდოეთია
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა 20.9%-ით გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2024-25 სასწავლო წელს ქვეყანაში 37 125 უცხოელი სტუდენტი იყო, 2023-24 წელს 30 701.
ამასთან, გასულ სასწავლო წელს 29 857 უცხოელი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სახელმწიფო სასწავლებელში სწავლობდა, ხოლო 7 268 კერძოში.
მონაცემების მიხედვით, სხვა ქვეყნის მოქალაქეებს შორის, ყველაზე მეტია ინდოელი სტუდენტი. კერძოდ, ინდოეთის მოქალაქეებზე უცხოელი სტუდენტების 55% მოდის.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ საქსტატზე დაყრდნობით, გთავაზობთ იმ ქვეყნების ათეულს, საიდანაც ყველაზე მეტი სტუდენტი ჰყავს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს:
ინდოეთი - 20 319
იორდანია - 2 487
ისრაელი - 2 210
პაკისტანი - 1 186
სუდანი - 1 774
გაერთიანებული სამეფო - 1 179
ეგვიპტე - 1 050
ლიბანი - 980
აზერბაიჯანი - 860
ნიგერია - 618
შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის მიხედვით, 2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში ჯამში 63 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო, ხოლო 44 კერძოა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 64% კი თბილისშია.