24 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
სასიყვარულო ურთიერთობებში გრძნობების გამოხატვა გიჭირთ, ამიტომ შეიძლება ვიღაცას გულცივი და უგრძნობი ადამიანი ეგონოთ. ახლობელ ადამიანს, რომელმაც დიდი ხნის წინ მნიშვნელოვანი დახმარება გაგიწიათ, ახლა თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. გირჩევთ მოუსმინოთ, ჩაეხუტოთ და საჭირო რჩევა მისცეთ. ამით მარტო მას კი არა, საკუთარ თავსაც დაეხმარებით. უსმინეთ საკუთარ გულს — ის არ მოგატყუებთ.
კურო
დაისვენეთ და საკუთარ თავს უფლება მიეცით, რომ არაფერი აკეთოთ. კუროებს ახლა დასვენება სჭირდებათ. ეცადეთ ეს დღე წინასწარ დაგეგმოთ და ყველაფერი მოიშოროთ, რაც ხელს გიშლით. შეიძლება საინტერესო და მიმზიდველი შეთავაზება მიიღოთ, რომელზეც ვერასოდეს იოცნებებდით. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და ეცადეთ მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ.
ტყუპები
დროა საკუთარ თავზე ზრუნვა დაიწყოთ — ყურადღება მიაქციეთ კვებას, კარგად გამოიძინეთ და ძველი, დავიწყებული ჰობი გაიხსენეთ. შეწყვიტეთ თვითგვემა – ხანგრძლივი და დაძაბული მუშაობის შემდეგ დასვენება დაიმსახურეთ. შესაძლებელია, დამატებითი შემოსავალი გაგიჩნდეთ. იყავით კეთილგანწყობილი გარშემომყოფების მიმართ, მაგრამ საკუთარ შეხედულებებს ტავზე ნურავის მოახვევთ - შეიძლება ვერ გაგიგონ.
კირჩხიბი
კირჩხიბებო, გირჩევთ დღევანდელი დღე საკუთარ თავს მიუძღვნათ. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ეწვიეთ გამოფენას ან კონცერტს. დაისვენეთ და მოეშვით — ამ დღეს ყველა პრობლემა თავისით, თქვენი ჩარევის გარეშე მოგვარდება. გარშემო მყოფები მზად არიან, თხოვნის გარეშე დაგეხმარონ. ამაში გარკვეულ როლს თქვენი პიროვნული ხიბლიც შეასრულებს, რომელსაც ოსტატურად იყენებთ. თქვენი მომხიბვლელობა და მოთმინება ოჯახური ბედნიერების გარანტიაა.
ლომი
ლომებო, ამ დღეს ახალ ნაცნობებთან ურთიერთობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ - შესაძლოა, ვიღაცამ თქვენთვის პრობლემების შექმნა სცადოს. პროფესიულ სფეროში ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და ეცადეთ სპორტულ დარბაზში ვარჯიშისთვის დრო გამონახოთ. გახსოვდეთ, რომ ძველი წყენის გახსენებას ჯობს, რომ ცხოვრებას გაუღიმოთ და მისგანაც საპასუხო ღიმილს მიიღებთ.
ქალწული
ქალწულებო, თქვენი პრობლემების უმეტესობა ცხოვრების იმ ნაწილს უკავშირდება, რომელსაც ხშირად მალავთ. ყველა ინფორმაცია, რომელსაც დღეს მიიღებთ, სასიხარულო და იმედის მომცემია. შეხვედრები და ურთიერთობები ასევე უაღრესად პოზიტიური იქნება. ერთადერთი გაფრთხილება - მგზავრობის და მანქანის მართვისას განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.
სასწორი
გამორიცხული არ არის, რომ დილას მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის და ახლის საწყისის იქცევა. როგორც არ უნდა გაჩქარებდნენ, გადაწყვეტილება მშვიდად და აუჩქარებლად უნდა მიიღოთ და საკუთარ თავს ფიქრის დრო მისცეთ. წარმატების მისაღწევად კოლეგებისა და ხელმძღვანელების მიმართ პატივისცემა უნდა გამოიჩინოთ. სასურველია, რომ დღის მეორე ნახევარში ფიზიკური აქტივობით ან სპორტით დაკავდეთ.
მორიელი
მორიელებისთვის ხელსაყრელი და სასიამოვნო დღეა. ენერგიის უჩვეულო მოზღვავებას იგრძნობთ, რაც ძველი ოცნების ასრულებაში დაგეხმარებათ. გადაწყვეტილებებს სწრაფად და სწორად მიიღებთ. აკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ და შედეგით დიდხანს იამაყებთ. განვითარებული ინტუიცია და მდიდარი წარმოსახვის უნარი გარშემო მყოფებისგან გამოგარჩევთ, თუმცა ლოგიკური აზროვნების მიმართულებით ბევრი პრობლემა გაქვთ და ამაზე უნდა იმუშაოთ.
მშვილდოსანი
რთული დღეა. არაკეთილისმსურველი ადამიანი ცდილობს თქვენზე ჭორების გავრცელებით დაგაზარალოთ. ერიდეთ კანონის დარღვევას და სარისკო გადაწყვეტილებებს. არ ჩაერთოთ სხვა ადამიანების კამათში, რომელიც შეიძლება დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. თუ ყველა წვრილმანზე ინერვიულებთ შეიძლება სტრესი ან ავადმყოფობა გეწვიოთ. საღამოს საათებში სუფთა სეირნობა სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.
თხის რქა
ამ დღეს მოვლენები არასასურველი მიმართულებით ვითარდება, ამიტომ მაქსიმალური მოქნილობა უნდა გამოიჩინოთ. ოჯახური პრობლემები თქვენგან მეტ ყურადღებას და მონაწილეობას მოითხოვენ. მოერიდეთ საყვარელ ადამიანებთან მტკივნეული საკითხების განხილვას, რასაც აუცილებლად აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვება. გარშემო მყოფთა რჩევებს ნაკლები უსმინეთ - ვითარების გარკვევაში ინტუიცია დაგეხმარებათ.
მერწყული
ამ დღეს მერწყულებს უამრავი ახალი იდეა ეწვევათ, მაგრამ გარემოებები მათ განხორციელებას ხელს არ შეუწყობს. ნუ დანებდებით — გეგმები სამომავლოდ შემოინახეთ. დღის მეორე ნახევარში მცირე გაუგებრობა და უსიამოვნო ინციდენტები გელით. ნუ გაბრაზდებით მათზე, ვისაც თქვენს წინაშე ბრალი არაფერში მიუძღვის. შესაძლოა, ძველმა ბიზნესპარტნიორებმა რაიმე ახალი და საინტერესო შემოგთავაზონ.
თევზები
ამ დღეს მოერიდეთ კამათს ახლობლებთან და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაერთეთ. შესაძლოა ფინანსური სირთულეები შეგექმნათ, ამიტომ ეცადეთ ხარჯები გონივრულად დაგეგმოთ. ადამიანთან ურთიერთობაში, ვისაც კარგად არ იცნობთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ამ ადამიანმა შეიძლება მოგატყუოთ და თქვენი სიკეთე ბოროტად გამოიყენოს. მუშაობის დროს ეცადეთ გარშემო მყოფი ადამიანების განწყობა გაითვალისწინოთ, რომ თქვენი ერთობლივი საქმიანობა ნაყოფიერი იყოს.