თეგებით ძიება

26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მთელი ყურადღება ფინანსებზე გადაიტანოთ. სავარაუდოდ, მალე თქვენი ოცნებები ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სერიოზულ შემოსავლებზე რეალობად იქცევა. დღის მეორე ნახევარში დაოჯახებული ვერძები სითბოსა და სიყვარულის მოზღვავებას იგრძნობენ, მარტოხელებისთვის კი ხელსაყრელი დღეა რომანტიკული შეხვედრებისა და ურთიერთობების გასაძლიერებლად.

კურო

დილიდან შესანიშნავი განწყობა გაქვთ. მიზეზი ისაა, რომ ვიღაცის გავლენისგან გათავისუფლდით და შეგიძლიათ მხოლოდ საკუთარ ინტუიციას ენდოთ. ასე განაგრძეთ! ყველაფერს სწორად აკეთებთ და ვარსკვლავებიც თქვენს მხარეს არიან. შესანიშნავი დღეა ფიზიკური დატვირთვისთვის! სიარული ან მსუბუქი ვარჯიში ენერგიით დაგმუხტავთ. 

მოსალოდნელია მცირე, მაგრამ სასიამოვნო შემოსავალი.

ტყუპები

გირჩევთ ახლობელი ადამიანის რჩევებს კარგად მოუსმინოთ. ეს სიტყვები უბრალო მოსაზრებები კი არა, სწორი ქმედებებისა და გადაწყვეტილებების ინსტრუქციებია. ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობა დიდი შეცდომა იქნება, ამიტომ უფრო ყურადღებით მოუსმინეთ ადამიანებს, რომლებიც გაფასებენ და თქვენზე ზრუნავენ. საყვარელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა სითბოთი და ურთიერთგაგებით ივსება. თუ მარტოხელა ხართ, შანსი გაქვთ, რომ სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყოთ.

კირჩხიბი

ნუ აჩქარდებით! პატარა, მაგრამ თავდაჯერებული ნაბიჯებით იმოძრავეთ  – სასურველ შედეგს ასე უფრო მალე მიაღწევთ. შესაძლოა, საინტერესო შეთავაზება მიიღოთ  ან თვითრეალიზაციის ახალი გზა აღმოაჩინოთ. შემოქმედებითი მიდგომა მოულოდნელ წარმატებას მოგიტანთ. საშუალება გექნებათ, რომ საკუთარი უნარები ბოლომდე გამოავლინოთ და კოლეგების აღიარება მოიპოვოთ. სავარაუდოდ, მეგობრის დახმარებით შემოსავლის ახალ წყაროს იპოვით ან დიდი ხნის ნანატრ ჯილდოს მიიღებთ.

ლომი

ბოლო დროს ზედმეტად ბევრი გაუაზრებელი ხარჯი გქონდათ.  ასეთი დამოკიდებულება დაუშვებელია, ამიტომ  ფინანსურ მდგომარეობას უნდა გადახედოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სამსახურში ყურადღება ახალი პროექტების დროულად დასრულებაზე გადაიტანოთ. მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ სამუშაოს. მედიტაცია ან წიგნის კითხვა ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

ქალწული

თქვენს ოჯახში სიმშვიდე და იდილიაა. ეცადეთ, ეს ჰარმონია არ დაარღვიოთ, პირიქით, ყველაფერი გააკეთეთ, რომ ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაამყაროთ. ამ ეტაპზე სამსახური და მასთან დაკავშირებული საკითხები მეორე ადგილზე უნდა გადავიდეს. თქვენი მთავარი პრიორიტეტი ახლობლების კეთილდღეობა და შინაგანი სიმშვიდეა. ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ზედმეტ ხარჯებს თავი უნდა აარიდოთ.

სასწორი

ამ დღეს სამსახურში მაქსიმალურად ფრთხილად და თავშეკავებულად უნდა იმოქმედოთ. მოერიდეთ ემოციების გამოხატვას, განსაკუთრებით უფროსის თანდასწრებით. ვარსკვლავები გირჩევენ შეცდომების თავიდან ასაცილებლად ყველა წვრილმანს ყურადღება მიაქციოთ. შესანიშნავი დროა იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. მცენარეული ჩაი და კარგი ძილი თქვენი საუკეთესო მეგობრებია.

მორიელი

თქვენი ოპტიმიზმი გადამდებია! ამ თვისებით შეიძლება დღეს ვიღაც მოაჯადოვოთ. რომანტიკულ ურთიერთობებში უფრო რბილი და დამთმობი უნდა იყოთ. ეცადეთ კონფლიქტები როგორც სახლში, ისე სამსახურში თავიდან აიცილოთ. თუ ვინმეს ანაწყენინეთ, უნდა აღიაროთ და მოიბოდიშოთ. თუ მარტოხელა ხართ და სიყვარულს ეძებთ, ამ დღეს შეიძლება თქვენი ოცნების ადამიანი გაიცნოთ.

მშვილდოსანი

რთული და დაძაბული დღეა. მცირე პრობლემები თითქმის ყველა ნაიჯზე გხვდებათ და დისკომფორტს გიქმნით. ეცადეთ, ნეგატიური ემოციები სხვა ადამიანებზე არ გადაიტანოთ, რადგან ეს მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს. არ ინერვიულოთ – მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

თხის რქა

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი სიტყვები და ემოციები აკონტროლოთ. თქვენმა დაუფიქრებლად ნათქვამმა შენიშვნამ შეიძლება ახლობელ ადამიანს გული ატკინოს და მისი ნდობის დასაბრუნებლად დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. პარტნიორთან ურთიერთობებში ეცადეთ ეგოიზმის შეტევებს სძლიოთ და ზოგჯერ საყვარელი ადამიანის სურვილებზეც იფიქროთ. მეგობრებთან შეხვედრა და გუწრფელი საუბარი სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ და ენერგიით აგავსებთ.

მერწყული

ამ დღეს მოვლენებს თვითდინებაზე ნუ მიუშვებთ და ეცადეთ თქვენს გარშემო ყველაფერი აკონტროლოთ. პირველ რიგში, ყურადღება ოჯახურ ურთიერთობებს უნდა მიაქციოთ.  კარგი დღეა სამომავლოდ გადადებული საქმეების დასრულებისთვის, მით უმეტეს, რომ ენერგიით სავსე ხართ და აქტიური მოქმედების სურვილით იწვით. გირჩევთ უფრო თამამად იმოქმედოთ, რადგან ვარსკვლავების მხარდაჭერით ამ დღეს ურთულეს ამოცანებთან გამკლავებას შეძლებთ.

თევზები

ახლობელ ადამიანთან დაპირისპირება გელით და ამის მიზეზი უბრალო გაუგებრობაა. გარშემო მყოფები თქვენს მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი და თქვენგან ზედმეტად ბევრს მოითხოვენ, მაგრამ თავად არაფრის დათმობა არ სურთ. ოთხ კედელში ნუ იჯდებით, ახალ ადგილებს ეწვიეთ და საინტერესო ადამიანებს დაუკავშირდით - ზოგიერთი მათგანი მომავალში დაგეხმარებათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა