27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
ამ დღეს წარმატებას მხოლოდ იმ საქმეებში მიაღწევთ, რომლებიც ყურადღების კონცენტრაციასა და წესრიგს მოითხოვს. შესაძლოა, საინტერესო მოგზაურობის შანსიც გაჩნდეს. სანამ მიმდინარე საქმეებს არ დაასრულებთ, გეგმა, რომელიც გადამჭრელ და პრაქტიკულ მიდგომას მოითხოვს, სამომავლოდ გადადეთ. გეჩვენებათ, რომ საკუთარ პრობლემებთან მარტო დარჩით, თუმცა ასე არაა. ყველა სირთულე დროებითია და მალე გადალახავთ.
კურო
დაასრულეთ საქმე, რომელიც წინსვლაში ხელს გიშლით. თუ მკაფიო მიზანი არ გაქვთ და უბრალოდ, გარემოებებს მიჰყვებით, ეს თვე ქაოტური იქნება. ბოლო დროს მეგობრების ხასიათის ხშირი ცვლილებები ძალიან გაღიზიანებთ. დროა დაფიქრდეთ – ნამდვილად გჭირდებათ ასეთი ურთიერთობები? არ იდარდოთ, მალე გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ახალ გამოცდილებას გაჩუქებენ და უკეთესს გაგხდიან. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და ეცადეთ მავნე ჩვევებისგან გათავისუფლედეთ.
ტყუპები
მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული ეს დღე ნაყოფიერი იქნება თუ უსარგებლო. ორმაგ თამაშს ნუ ეცდებით, თორემ მალე თქვენი მოქმედება გამოაშკარავდება და მარტო დარჩებით. გამუდმებით ოჯახის წევრებზე, ნათესავებზე და მეგობრებზე ზრუნავთ. იქნებ დროა საკუთარი თავისთვისაც მოიცალოთ?
კირჩხიბი
სიჩქარე შეანელეთ და ეცადეთ საკუთარ აზრებში გაერკვეთ. დროა ილუზიებისგან გათავისუფლდეთ და საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ. გირჩევთ თქვენი საბოლოო მიზანი განსაზღვროთ – ეს გამარჯვების შანსს გაზრდის. გადაწყვეტილების მიღებას ნუ დააყოვნებ, რადგან ამან შეიძლება საკუთარი თავის მიმართ უნდობლობა გაგიჩინოთ. ხმამაღალი განცხადებებისა და დაპირებებისგან თავი უნდა შეიკავოთ. გახსოვდეთ, რომ სიჯიუტე თქვენი მთავარი მტერია.
ლომი
ორმაგი თამაშის დაწყებას არ ეცადოთ – სიმართლე მალე გამომჟღავნდება. შესაძლოა, რაღაც ისეთი შემოგთავაზონ, რაც თავდაპირველად მიუღებლად მოგეჩვენებათ, ემდეგ კი დათანხმდებით. მოერიდეთ გულწრფელობას თითქმის უცნობ ადამიანებთან - შესაძლოა, თქვენი სიტყვები თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ. გირჩევთ მეგობრების წრეს გადახედოთ – იქნებ ვიღაც უკვე აღარ არის თქვენი ნამდვილი მეგობარი? იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და ეცადეთ იმუნიტეტი აიმაღლოთ.
ქალწული
მოვიდა დრო, თქვენი ფარული ოცნება განახორციელოთ, რომელსაც დიდხანს საიდუმლოდ ინახავდით. გარისკეთ, რომ მიზანს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეთ. პირად და ოჯახურ ურთიერთობებში შეიძლება სირთულეები წარმოიშვას. იყავით მომთმენი და ეცადეთ, საყვარელი ადამიანები არ გაანაწყენოთ. გირჩევთ ფულის დაგროვება დაიწყოთ - უახლოეს ხანში გაუთვალისწინებელი ხარჯი გელით.
სასწორი
თქვენს გარემოცვაში შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც თქვენი მენტორი და შთაგონების წყარო გახდება. ხელუდან ნუ გაუშვებთ შანსს, რომ ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადოთ, რასაც თქვენთვის აკეთებს. დროა, მაქსიმალურად გამოავლინო საკუთარი შესაძლებლობები და ნიჭი. ნუ შეზღუდავთ საკუთარ თავს – სურვილები თავისუფლად გამოხატეთ.
მორიელი
ნუ დაელოდებით, რომ ყველაფერი თავისით მოგვარდება – მოქმედების დროა! თუ ნებისყოფას მოიკრებთ და საქმეს შეუდგებით წარმატებას ბევრ სფეროში მიაღწევთ. შესაძლოა, დღევანდელი გადაწყვეტილება დიდი ცვლილების დასაწყისი გახდეს. ცვლილებების ნუ შეგეშინდებათ – ზოგჯერ ყველაზე მარტივი გადაწყვეტილებები ყველაზე სწორია. უარს ნუ იტყვით უჩვეულო შეთავაზებაზე, რომელსაც დღეს მიიღებთ.
მშვილდოსანი
დროა, სხვების საჭიროებებზე ფიქრის ნაცვლად, საკუთარ თავზე იზრუნოთ. ეცადეთ საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასეთ და პასუხისმგებლობის ნუ შეგეშინდებათ. თავისუფალი და ბედნიერი მხოლოდ მაშინ გახდებით, თუ საკუთარი ცხოვრების მართვას თავად დაიწყებთ. სანამ ხელს მოაწერთ, ხელშეკრულება ყურადღებით წაიკითხეთ, რომ შეცდომა არ გამოგეპაროთ.
თხის რქა
საქმიანი შეხვედრები და ახალი კავშირები თქვენს კარიერულ ზრდაზე გავლენას მოახდენს, ამიტომ გირჩევთ, მიწვევას დათანხმდეთ და ღონისძიებაზე წახვიდეთ. ეცადეთ ამ დღის ყოველი წუთი სასარგებლოდ გამოიყენოთ და საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმოთ. ეცადეთ, სახლსა და სამსახურს შორის დრო ისე გაანაწილოთ, რომ ნაწყენი არავინ დარჩეს.
მერწყული
ყოველდღე შეაქეთ საკუთარი თავი შესრულებული სამუშაოსთვის. თუ საჭიროა, სოციალური წრის შეცვლის ნუ შეგეშინდება. მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად წუწუნებენ და ნეგატიურ ენერგიას ავრცელებენ. თქვენი ცოდნა უქმად არ უნდა დარჩეს – დროა, პრაქტიკაში გამოიყენოთ. შეზღუდეთ დრო, რომელსაც სოციალურ ქსელებში ატარებთ და ის უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის გამოიყენეთ.
თევზები
დროა გააცნობიეროთ, რომ თქვენთან ვალში არავინ არის და საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა აიღეთ. ადამიანებს, რომლებზეც დამოკიდებული ხართ, შეიძლება იმედი გაუცრუოთ. სჯობს სერიოზული საქმეები სამომავლოდ გადადოთ – დღეს მათთვის ხელსაყრელი დრო არ არის. თუ მუდმივ ეჭვებში იქნებით, თქვენს ნაცვლად გადაწყვეტილებას სხვები მიიღებენ. ახალ ცოდნას და საჭირო უნარებს ადვილად ითვისებთ, რაც მიზნის მიღწევაში გეხმარებათ.