ორ თვეში კომერციული ბანკების 462 მლნ ლარის მოგებაზე გავიდნენ - რომელია ზარალზე
2025 წლის იანვარ-თებერვალი კომერციულმა ბანკებმა და მიკრობანკებმა 462.064 ლარის წმინდა მოგება მიიღეს. საფინანსო სექტორის კონსოლიდირებულ ანგარიშგების მიხედვით, წმინდა მოგებიდან დაახლოებით 93% ორ კომერციულ ბანკზე მოდის.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშგებიდან ირკვევა, ზარალზე 5 ბანკი გავიდა.
ბანკები, რომლებიც 2025 წლის ორ თვეში მოგებაზე გავიდნენ:
„საქართველოს ბანკი“ - 256.610 მლნ ლარი
„თიბისი ბანკი“ - 172.440 მლნ ლარი
„ლიბერთი ბანკი“ – 18.435 მლნ ლარი;
„ბაზისბანკი“ – 14.198 მლნ ლარი;
„კრედო ბანკი“ – 12.434 მლნ ლარი;
„ტერა ბანკი“ – 5.728 მლნ ლარი;
„ქართუ ბანკი“ – 3.713 მლნ ლარი;
„პროკრედიტ ბანკი“ – 3.496 მლნ ლარი;
„ხალიკ ბანკი“ – 2.482 მლნ ლარი;
მიკრობანკი „კრისტალი“ - 2.786 მლნ ლარი
„იშ ბანკი საქართველო“ – 2.534 მლნ ლარი;
„ზირაათ ბანკი საქართველო“ – 1.122 მლნ ლარი;
„ემ-ბი-სი“ - 436 ათასი ლარი
„პეისერა ბანკი საქართველო“ – 36 ათასი ლარი;
რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, ასე გამოიყურება:
„ვითიბი ბანკი“ – 28.028 მლნ ლარი;
„პაშა ბანკი საქართველო“ – 1.535 მლნ ლარი;
„სილქ ბანკი“ - 3.350 მლნ ლარი;
„ჰეშ ბანკი“ – 1.417 მლნ ლარი;
„პეივ ბანკ ჯორჯია“ - 57 ათასი ლარი.