28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
დიდი ხნის განმავლობაში პირველად, სურვილი არ გაქვთ, რომ მთელი დრო სამუშაოს დაუთმოთ. ამის მიზეზი ისაა, რომ ბოლო დროს, სახლისა და ოჯახისთვის საერთოდ ვეღარ იცლით. დროა, ურთიერთობების გაძლიერებაზე ან ბინის რემონტზე იზუნოთ. დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვან ადამიანებთან შეხვედრა გელით –ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვათ. მოერიდეთ მტკივნეული საკითხების განხილვას, რომელსაც აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვება.
კურო
ეს დღე სამომავლო გეგმების შედგენას უნდა დაუთმოთ. ჩამოწერეთ მიზნები და შეადგინეთ მოქმედებების გეგმა, რომელიც მათ მიღწევაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავების მხარდაჭერით ამ დღეს ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდებით. ნუ დაივიწყებთ ახლობლებს – მათთან გატარებული თითოეული წუთი ძვირფასია. გარშემო მყოფთა რჩევებს ნაკლები უსმინეთ - ამ დღეს რთულ ვითარებაში გარკვევაში ინტუიცია დაგეხმარებათ.
ტყუპები
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროთ – მოსახდენი თავის დროზე აუცილებლად მოხდება. არავის არაფერს დაჰპირდეთ, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ აღოჩნდეთ და მატყუარას სახელით არ იაროთ. პირად ცხოვრებაში ბევრი რომანტიკა გელით. თანაც ეს უბრალოდ ხანმოკლე გატაცება კი არა, ნამდვილი გრძნობა იქნება. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, მოერიდეთ ალკოჰოლს და ზედმეტად კალორიულ საკვებს.
კირჩხიბი
ეს დღე სიურპრიზებით იქნება სავსე. შესაძლოა, ძველი ნაცნობები გეწვიონ. მათგან მოსმენილი სიახლეები ფინანსურ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. თუ ეჭვები გაწუხებთ, უსმინეთ საკუთარ ინტუიციას – ის არ გიღალატებთ. ამ დღეს ფული მხოლოდ იმ შემთხვევაში ასესხეთ, თუ მზად ხართ, რომ უკან აღარასოდეს დაგიბრუნებდებათ. აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები, რომ შემთხვევით ახლობელი ადამიანი არ გაანაწყენოთ.
ლომი
გირჩევთ ამ დღეს ოჯახსმეტი დრო დაუთმოთ. კარიერულ სფეროში წინსვლა გელით, ამიტომ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ. საქმიანი პარტნიორები და მოკავშირეები ფრთხილად შეარჩიეთ, ნუ ენდობით ადამიანს, რომელსაც კარგად არ იცნობთ. მოერიდეთ ისეთი საქმის დაწყებას, რომელიც სიზუსტეს და წვრილმანების მიმართ ყურადღებას მოითხოვს. თუ რაღაცამ დაგაეჭვათ, საკუთარ ინტუიციას ენდეთ– ის რთულ მომენტებში საუკეთესო გზამკვლევია.
ქალწული
ქალწული დღეს განსაკუთრებულად მგრძნობიარეა. თუ ვინმე სწრაფი და იოლი ფულის შოვნას შემოგთავაზებთ, ცდუნებას არ აჰყვეთ. დღის მეორე ნახევარში მყუდროებას უსიამოვნო ინციდენტი დაგირღვევთ, თუმცა ეს ხანმოკლე გაუგევრობა იქნება. შეიძლება სამსახურთან, სწავლასთან ან შემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი გეგმები გაჩნდეს. მოერიდეთ გაციებას და ამინდის შესაბამისად ჩაიცვით.
სასწორი
ეს დღე ახალი ცოდნის დაუფლებისა და ძველი ცოდნის გამეორებისთვის იდეალურია. მალე შეგეხმიანებათ ადამიანი, ვისთანაც დიდი ხანია კავშირი არ გქონიათ. ყველა შანსი გაქვთ, რომ სასურველ მიზანს მიაღწიოთ და საკუთარი გეგმები რეალობად აქციოთ. სავარაუდოდ, ძველი საქმიანი კავშირების აღდგენას შეძლებთ - შესაძლოა, ძველმა ბიზნესპარტნიორებმა რაიმე ახალი და საინტერესო შემოგთავაზონ. ეცადეთ საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ და დაისვენოთ. უსმინეთ თქვენს ინტუიციას – ის ბედნიერებასთან მიგიყვანთ.
მორიელი
ამ დღეს სიმტკიცე უნდა გამოიჩინოთ, ცდუნებას გაუმკლავდეთ და საკუთარი ავტორიტეტი გადაარჩინოთ. გირჩევთ ეს ხელსაყრელი პერიოდი კარიერული წინსვლისთვის გამოიყენოთ. პირად ცხოვრებაში ყველაფერი მშვენივრადაა, ჯანმრთელობაც სტაბილურია, ხოლო ოჯახში ბედნიერება, სიყვარული და გაგება სუფევს.
მშვილდოსანი
ამ დღეს საკუთარ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლა და ინიციატივის გამოჩენა მოგინდებათ, მაგრამ სანამ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამთ, რჩევა გამოცდილ ადამიანებს უნდა ჰკითხოთ. შესაძლებელია იღბლიანი დამთხვევებიც, რომლებიც შეგიძლიათ თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. დღის მეორე ნახევარი უფრო რთული იქნება, თუმცა ოჯახის წევრებთან ურთიერთობა სტრესის მოხსნში დაგეხმარებათ.
თხის რქა
ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს იღბალს ხელი ჩაავლეთ. შანსი გაქვთ, რომ დამატებითი შემოსავალი მიიღოთ და მნიშვნელოვანი ნივთი შეიძინოთ. თქვენთვის შეუძლებელი არაფერია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დღის რეჟიმს მეტი ყურადღება დაუთმოთ. ეცადეთ მუშაობა და დასვენება ისე შეათავსოთ, რომ მაქსიმალური სარგებელი და სიამოვნება მიიღოთ. არ არის გამორიცხული, რომ კოლეგების შეცდომების გამოსწორება მოგიწიოთ, მაგრამ დავალებას თავს მშვენივრად გაართმევთ.
მერწყული
ხელსაყრელი დღეა, რომ მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ. დღეს ამაში ვარსკვლავები დაგეხმარებიან, თუმცა თქვენც უნდა იაქტიუროთ. ეცადეთ, კოლეგების გავლენის ქვეშ არ მოექცეთ და საკუთარი ინტერესები პირველ ადგილზე დააყენოთ. ეცადეთ გარშემო მყოფი ადამიანების განწყობა გაითვალისწინოთ, რომ თქვენი ერთობლივი საქმიანობა ნაყოფიერი იყოს.
თევზები
ამ დღეს თქვენი განწყობა მარტის ამინდივით იცვლება - ხან ბედნიერების მწვერვალზე ხართ, ხან ცრემლებად იღვრებით. ეცადეთ, ნებისმიერი გამოწვევა ღირსეულად მიიღოთ. გაითვალისწინეთ, რომ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებამ და გაზრდილმა პასუხისმგებლობამ შეიძლება სერიოზული შეცდომები გამოიწვიოს. არ ნერვიულოთ, გახსოვდეთ, რომ ადრე თუ გვიან, წარმატება თქვენს ცხოვრებაშიც მოვა.