თეგებით ძიება

"ეს არის ცხოვრების და სამყაროს გარდაქმნის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედის სტარტი“ - მიხეილ ცაგარელი მზსი დაბნელებაზე

„მნიშვნელოვანი პერიოდია სამყაროსთვის, რომელიც 27 მარტს დაიწყო და გაგრძელდება 30 მარტამდე. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „შუადღის“ ეთერში საუბრობს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

„ცის კაბადონზე მზის დაბნელება და ახალმთვარეობა ხდება ერთდროულად, ისინი ერთმანეთს ვერძის ზოდიაქოს ნიშანში ხვდებიან. ამ პერიოდში ყველაზე დიდი დარტყმა მიდის თავზე, აკონტროლეთ წნევა, შეიძლება ვინმე წაიქცეს თავიც დაარტყას, გამოიჩინეთ მეტი ყურადღება. 

ამით იხურება დაბნელებების 2 -კვირიანი დერეფანი, რომელსაც ახლა გავდივართ. ახლა კი იწყება ახალი ეტაპი, ბოლო 2 წლის განმავლობაში, რაც გაგიკეთებიათ კარგი და ცუდიც ახლა დაგიდგებათ ყველაფერი წინ. 

ყველა სფეროში გამოჩნდება ახალი ლიდერები და სამყარო განვითარების ახალი სტილი იქნება. ეს არის ცხოვრების და სამყაროს გარდაქმნის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედის სტარტი, რომელიც იწყებს ახალი სამყაროს შენებას.

ეს პერიოდი იქნება დაძაბული, რადგან მაღალია ცდუნებების ალბათობა, აგრესია და სულსწრაფობა. ყველას უნდა მისი სიმართლე დაგიმტკიცოთ, რომელიც აგრესიაში გადადით. მაღალია ტრავმების და ავარიების ალბათობაც.

რისკჯგუფში არიან - ვერძები, კირჩხიბი თხის რქა და სასწორი.

ამ პერიოდში არ ვარგა ფულის აღება და არც გასესხება, ასევე არ დაიწყოთ ახალი საქმე“,- ამბობს მიხეილ ცაგარელი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა