დოლარი ევროსთან მიმართებით 1.11-მდე გაუფასურდა
3 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი ევროსთან და გირვანქა სტერლინგთან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა. ერთი ევროს საფასურმა 1.11 დოლარს მიაღწია, რაც 2-ცენტიან გაუფასურებას წარმოადგენს. ევროს ღირებულება დოლართან მიმართებით ასეთი მაღალი ბოლოს 2024 წლის შემოდგომაზე იყო.
ერთი გირვანქა სტერლინგის ღირებულება კი 1.32 დოლარი გახდა, რაც 3-ცენტიანი გაუფასურებაა. ანალოგიურად, ასეთი ძვირი ერთი გირვანქა სტერლინგი დოლართან მიმართებით ბოლოს 2024 წლის სექტემბერში იყო.
დოლარის გაუფასურება დაკავშირებულია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც გლობალური ლიდერების მკვეთრი რეაქციები მოჰყვა საპასუხო ტარიფების დაწესების დაანონსების მიმართულებით, რაც მსოფლიოში აშშ-ის ექსპორტზე ნეგატიურად შეიძლება აისახოს, აღნიშნულმა მოლოდინმა კი დოლარის გაცვლით კურსზე უკვე მოახდინა გავლენა.