თეგებით ძიება

2025 წლის პროექტებში დეველოპერებს ბინების 78% გაყიდული აქვთ - Galt & Taggart

„პროექტებში, რომელთა დასრულებაც 2025 წლის ბოლომდეა მოსალოდნელი, ბინების 78% უკვე გაყიდულია,” – ამის შესახებ Galt & Taggart-ის თბილისის უძრავი ქონების სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.

„2025 წლის თებერვალში შერჩეული დეველოპერების პროექტებში (17 სისტემური დეველოპერის გამოკითხვაზე დაყრდნობით) გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 11%-ით შემცირდა (-13.8% წლიური შემცირება გაყიდულ ფართობში).

იმ პროექტებში, რომელთა დასრულებაც 2025 წლის ბოლომდეა მოსალოდნელი, ბინების 78% უკვე გაყიდულია.

მნიშვნელოვანია, რომ ამ გაყიდვების დიდი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადების სქემებით განხორციელდა,“- ვკითხულობთ კვლევაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა