თეგებით ძიება

რომელ ქვეყნებს უჩივიან ყველაზე ხშირად ინვესტორები?

საერთაშორისო ინვესტიციები გლობალური ეკონომიკის ქვაკუთხედია, თუმცა, ხშირად ინვესტორებსა და მასპინძელ სახელმწიფოებს შორის ინტერესთა კონფლიქტი წარმოიქმნება. სწორედ ამ დავების გადასაწყვეტად არსებობს ICSID - საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრი, მსოფლიოში წამყვანი ინსტიტუტი ამ სფეროში. 1966 წელს დაარსებული, მსოფლიო ბანკის ეგიდით, ICSID უზრუნველყოფს ნეიტრალურ და ეფექტიან პლატფორმას ინვესტორებსა და სახელმწიფოებს შორის წარმოშობილი დავების არბიტრაჟის გზით გადასაწყვეტად. ამ დროისთვის ორგანიზაციის წევრია 166 ქვეყანა, ხოლო წარმოშობილი დავების გადაწყვეტა ხდება ინვესტორთა ურთიერთდაცვის ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე. მსგავსი შეთანხმებები საქართველოს გაფორმებული აქვს 38 ქვეყანასთან, საიდანაც 35 ქვეყანასთან შეთანხმება უკვე მოქმედია. ეს შეთანხმებები შესაძლებლობას აძლევს ინვესტორებს ამ ქვეყნებიდან გარკვეული სამართლებრივი პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში დავა აწარმოონ ICSID-ის პლატფორმაზე.

ანალოგიური უფლებები ენიჭებათ ქართულ კომპანიებსაც, რომლებსაც უცხოეთში ინვესტირებისას სამართლებრივი პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში არბიტრაჟისთვის მიმართვა შეუძლიათ. ამასთან, არბიტრაჟისთვის მიმართვის პრივილეგია არაერთი ინვესტორისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქე არაერთი ინვესტორი ქვეყანაში ინვესტიციას ახორციელებს იმ კომპანიების მეშვეობით რომლებიც უცხოეთში არის დაფუძნებული, ეს კი ამ კომპანიებს სამართლებრივი დავის წარმოქმნის შემთხვევაში უფლებას აძლევს მიმართონ საერთაშორისო არბიტრაჟს.

ICSID-ი ამჟამად საქართველოს მიმართ სულ 6 საქმეს განიხილავს, რაც არბიტრაჟის მთლიანი აქტიური საქმეების 2%-ია. ქვეყნების რეიტინგში კი საქართველო მეათე პოზიციას იკავებს.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა