რამდენ ხანში ხდება სესხი ხანდაზმული და როდის მთავრდება ვალის გადახდის ვალდებულება - იურისტის განმარტება
ადვოკატი ვახტანგ მაჭავარიანი საუბრობს, რა შემთხვევაში ხდება სესხი ხანდაზმული და როდის კარგავს მსესხებელი საკუთარი თანხის მოთხოვნის უფლებას.
"თუ თქვენ ვალის დაბრუნების ვადა გაქვთ მითითებული და ამ ვადის გასვლიდან 3 წლის განმავლობაში სესხის დაბრუნებას არ მოითხოვთ, ესე იგი, თუ მსესხებელი ვალს არ გიბრუნებთ და თქვენ კი ამ პერიოდში სასამართლოს არ მიმართავთ ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს ვალის გამარტივებული წესით ამოსაღებად არ მიაკითხავთ, თქვენი მოთხოვნა ხანდაზმული იქნება და დაბრუნების საშუალებას დაკარგავთ. იგივე ხდება ბანკებთან და საკრედიტო ორგანიზაციებთან. თუ თანხა ნაწილ-ნაწილაა დასაბრუნებელი, მოთხოვნა ხანდაზმული ხდება, თუ ყოველი ნაწილის გადახდის ვალდებულებიდან 3 წელია გასული. მაგალითად, მიკროსაფინანსო ბანკიდან თანხა ისესხეთ და 2024 წლის სექტემბრიდან ყოველ თვე 250 ლარი უნდა იხადოთ. თუ 2027 წლის სექტემბრისთვის პირველი 250 ლარი გადახდილი არ გექნებათ და მიკროსაფინანსოს არ უჩივლია, მაშინ ის ამ თანხის მოთხოვნის უფლებას დაკარგავს. თუ არც ოქტომბერში გადაიხდით, მაშინ შემდგომი 250 ლარიც ხანდაზმული იქნება და ასე შემდეგ", - ამბობს ვახტანგ მაჭავარიან.