თეგებით ძიება

ახალი 8 183 ვაკანსია გამოქვეყნდა - რომელ დარგში ეძებენ კადრებს

ივლისში jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა წლიურად 4.5%-ით შემცირდა. კერძოდ, PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით, წელს ივლისში სულ 8 183 კადრს ეძებდნენ.

ამასთანავე, მიუხედავად წლიური შემცირებისა, თვიურად ფიქსირდება ზრდა. უფრო კონკრეტულად, კვლევის მიხედვით, 2025 წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, ვაკანსიების რაოდენობა 5.5%-ით გაიზარდა.

„თვიურ ჭრილში ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ინფორმაციული ტექნოლოგიების და პროგრამირების კატეგორიაში (+11.1%), ხოლო ყველაზე მცირე ზრდა - გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში (+0.3%). წლიურ ჭრილში, ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიების და პროგრამირების კატეგორიაში (+26.8%), ხოლო ყველაზე დიდი კლება – ლოგისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიაში (-11.2%)“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

რაც შეეხება ბოლო სამი თვის მონაცემებს, მაის-ივლისის პერიოდში სულ jobs.ge-ზე 23 232 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც წლიურად 3.5%-იანი შემცირებაა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ვაკანსიებში ყველაზე დიდი, 10.9%-იანი კლება ლოგისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიაში დაფიქსირდა.

„2025 წლის მაისიდან 2025 წლის ივლისის ჩათვლით, 899 ვაკანსია გამოქვეყნდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.3%-ით მეტია.

2025 წლის მაისიდან 2025 წლის ივლისის ჩათვლით, 4 652 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.2%-ით მეტია.

2025 წლის მაისიდან 2025 წლის ივლისის ჩათვლით, 6 097 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4%-ით მეტია“, - ვკითხულობთ ბაზრის მიმოხილვაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა