5 კითხვა, რომელიც უძრავი ქონების შეძენამდე უნდა დასვათ
5 კითხვა, რომელიც უძრავი ქონების შეძენამდე უნდა დასვათ5 კითხვა, რომელიც უძრავი ქონების შეძენამდე უნდა დასვათ
უძრავი ქონება ლიკვიდური აქტივია, რის გამოც მასზე მოთხოვნა სტაბილურად ნარჩუნდება ან პერიოდულად იზრდება. შესაბამისად, სწრაფად ვითარდება სექტორი, მიმდინარეობს როგორც თბილისისა და ბათუმის, ასევე სხვა ქალაქების აქტიური ურბანიზაცია და გაფართოება. ბაზარი იმდენად არის გაჯერებული განსხვავებული შეთავაზებებით, რომ ხანდახან მომხმარებელი იბნევა და უჭირს თავისი მოთხოვნებისთვის შესაბამისი უძრავი ქონების შერჩევა. ამასთან, შეძენის პროცესს ახლავს მთელი რიგი ნიუანსები, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შეიძლება გაგვიზარდოს ხარჯები ან არასწორი გადაწყვეტილება მიგვაღებინოს.
უძრავი ქონების სააგენტო RI.ge-ის ხელმძღვანელი თენგიზ ეგნატაშვილი განმარტავს, რომ მომხმარებლები ხშირად უშვებენ ისეთ შეცდომას, როგორიც არის დეველოპერული კომპანიის პორტფოლიოსა და უძრავი ქონების სტატუსის არ გადამოწმება, რის გამოც საბოლოოდ ზარალდებიან ხოლმე.
მისი რჩევით, ბინის, კერძო სახლისა თუ კომერციული ფართის შეძენისას რეკომენდებულია, კონსულტაცია გავიაროთ უძრავი ქონების სააგენტოსთან, რომელიც პროფესიონალურად შეაფასებს ჩვენ მიერ შერჩეულ ქონებას ან თავად დაგვეხმარება მის მოძიებაში.
სპეციალისტი გამოყოფს 5 მთავარ კითხვას, რომელიც უძრავი ქონების შეძენამდე უნდა დავსვათ:
ვისგან ვყიდულობთ?
შესაძლოა უძრავი ქონების აღწერა და ფასი მომხიბვლელად გამოიყურება, მაგრამ თუ მას სამართლებრივი ხარვეზები აქვს ან უხარისხო მასალებით არის აშენებული, პრობლემები შეგვექმნება გადმოფორმებასთან, რეალიზაციასთან თუ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
„რეალურად, სააგენტოს კონსულტაციისთვის გაწეულ მინიმალურ ხარჯს შეუძლია მომხმარებელი სამომავლოდ რთულ პროცესებს აარიდოს თავიდან. ხანდახან უძრავ ქონებას ადევს ყადაღა, აქვს კონსტრუქციული პრობლემები, არ არის ჩაბარებული მუნიციპალური ინსპექციის მიერ, არ არის საინვესტიციოდ გამართლებული - აღნიშნულის გადამოწმება გონივრული გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მოგვცემს“, - აღნიშნა თენგიზ ეგნატაშვილმა.
ვყიდულობთ თუ არა ზუსტად იმ უძრავ ქონებას, რაც განცხადებაში ვნახეთ?
თენგიზ ეგნატაშვილი განმარტავს, რომ რიგ შემთხვევებში განცხადებებში არსებულ აღწერას უძრავი ქონების რეალური მდგომარეობა არ შეესაბამება:
„რეესტრში უნდა გადავამოწმოთ, სწორად აქვს თუ არა მეპატრონეს ფართი მითითებული, ხომ არ არის შენობა ავარიული, არის თუ არა ის ჩაბარებული. მნიშვნელოვანია, ყველა დეტალი შემოწმდეს“.
არის თუ არა ქონების ღირებულება რეალური?
აუცილებლად უნდა დავსვათ კითხვა, რეალურად ღირს თუ არა ქონება ის ფასი, რასაც ვიხდით? სააგენტოს აკრედიტებული შემფასებელი ზუსტ დასკვნას გაგიკეთებთ, რაც ზედმეტ ხარჯებს თავიდან აგარიდებთ ან თანხის დაზოგვაში დაგეხმარებათ.
„ჩვენი აკრედიტებული შემფასებელი მაქსიმალურად ზუსტად განსაზღვრავენ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას, რაც იპოთეკური სესხის აღების დროსაც დაგეხმარებათ“, - განმარტა თენგიზ ეგნატაშვილმა.
მოემსახურება თუ არა უძრავი ქონება ჩვენს დასახულ მიზანს?
თავდაპირველად უნდა განვსაზღვროთ, რისთვის ვყიდულობთ უძრავ ქონებას, საცხოვრებლად თუ საინვესტიციოდ? მაგალითად, თუ კომერციულ ფართს შევიძენთ ისეთ ქუჩაზე, სადაც ნაკლები დატვირთვაა, სავარაუდოდ, ინვესტიცია არ გაამართლებს.
„ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ, ღირს თუ არა კომერციული ფართი საინვესტიციოდ ან რა დროშია გადახდილი თანხის უკუგება შესაძლებელი. იგივე შეიძლება ითქვას სხვა ტიპის უძრავ ქონებაზე, რომელშიც შეიძლება სასტუმროს, რესტორნის ან სხვა ობიექტის გახსნა გვინდოდეს“, - განმარტათენგიზ ეგნატაშვილმა.
ფინანსურად გამართლებულია თუ არა კონკრეტული უძრავი ქონების შეძენა?
ხანდახან კონკრეტული ქონების ლიკვიდურობა არ იძლევა საშუალებას, რომ ის ფინანსურად გამართლებული ინვესტიცია იყოს. შესაძლოა, საცხოვრებლად ან გასაქირავებლად გვეჩქარებოდეს მისი შეძენა, მაგრამ ამის გამო დიდი ფინანსური ვალდებულება არ უნდა ავიღოთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ქონებას საბაზროზე მაღალი ფასი ადევს ან საინვესტიციოდ არ არის გამართლებული.
და ბოლოს, უძრავი სააგენტოს ხელმძღვანელი გვირჩევს, რომ აგენტის გარეშე ასეთი სერიოზული ინვესტიცია არ გავაკეთოთ - „აგენტი გიპასუხებთ ყველა კითხვაზე, დაგეხმარებათ, შეამოწმოთ ყველა საეჭვო გარემოება და მაქსიმალურად ინფორმირებულმა მიიღოთ გადაწყვეტილება“, - განმარტავს თენგიზ ეგნატაშვილი.