თეგებით ძიება
02. 02. 2016 News-ები

რუსეთი აგვისტოს ომის გამოძიების პროცესში ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობას არ აპირებს

რუსეთის ფედერაცია ვერ მიიღებს მონაწილეობას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებაში, რომელიც 2008 წლის კონფლიქტს ეხება, რადგან რუსეთს რომის სტატუტის რატიფიცირება არ მოუხდენია, - ამის შესახებ, რუსული მედიის ცნობით, რუსეთის იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს.

"2016 წლის 1-ელი თებერვლის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაციას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება არ მოუხდენია და ის ძალაში არ შესულა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთმა რომის სტატუსს 2 000 წელს მოაწერა ხელი. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პროკურორ ფატუ ბენსუდას შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების დაწყების ნება დართო, მოსკოვში არ გამორიცხეს, რომ სასამართლოსადმი საკუთარ დამოკიდებულებას "გადახედავენ".

როგორც 29 იანვარს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომაგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რუსეთი "იმედგაცრუებულია", რადგან სასამართლო გამოძიებას ჩატარებას ოსი და რუსი სამხედროების წინააღმდეგ აპირებს.
interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა