თეგებით ძიება
06. 02. 2016 News-ები

საზოგადოების ნახევარს არ უყვარს „ნაციონალური მოძრაობა“, ნახევარს - „ქართული ოცნება“

ქუთაისში „საქართველოს განვითარების ფონდის“ რეგიონული ოფისი გაიხსნა. ფონდის დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ შეკრებილ საზოგადოებასთან ფონდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ნამდვილად დროულია დღეს საქართველოს განვითარების ფონდის დაფუძნება. იმიტომ, რომ დღეს საზოგადოება არის გახლეჩილი ორად. ნახევარს არ უყვარს „ნაციონალური მოძრაობა“, ნახევარს - „ქართული ოცნება“. არ შეიძლება, ბატონებო, ასე. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, ძალიან პატარა ერი ვართ, მტრის წისქვილზე წყალს ნუ ვასხამთ.

ყველგან არიან დიდებული მამულიშვილები, ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა და სწორ გზაზე დავაყენოთ“, - განაცხადა ბურჭულაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა