თეგებით ძიება
06. 02. 2016 News-ები

მამუკა ახვლედიანის მიმართ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დისციპლინური დევნა დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის მიმართ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დისციპლინური დევნა დაიწყო. ამის შესახებ ახვლედიანმა სააგენტო „აიპრესს“ განუცხადა. მისი განმარტებით, დევნის დაწყების მიზეზი მის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები გახდა.

„ეთიკის წესები დაარღვიეო...თურმე ეთიკის წესები იმიტომ დავარღვიე, რომ ვისაუბრე იმ პრობლემებზე, რაც სასამართლოშია. როგორ ვთქვი, რომ ვიღაც რატომ არ ინიშნება, ან რატომ ვერ ართმევენ თავს გარკვეულ საკითხებს" - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

- ბატონო მამუკა, გამოდის, რომ თქვენ მიერ გაკეთებული განცხადებიდან მეორე დღესვე დიწყეს დისციპლინარული დევნა. იყო თუ არა ამის უშუალო მიზეზი იუსტიციის საბჭოდან მოსამართლეების ჩასაბარებელი ტესტების წინასწარ გაცემის ფაქტის გამჟღავნება თქვენი მხრიდან?

-არა, იუსტიციის საბჭომ დისციპლინარული დევნა ზოგადად, ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებების გამო დაიწყო და ეს კონკრეტული ფაქტი ამის მიზეზი არ გამხდარა. უშუალოდ საგამოცდო ტესტებთან დაკავშირებული ამბის გამჟღავნება ამის მიზეზი არ ყოფილა, მაგრამ მე არ ვიცი, რას ეძახიან კონფიდენციალურობას. ორი თვის განმავლობაში რას იკვლევდა საბჭო მართლა ძალიან საინტერესოა. მე უფრო სხვა მოვლენებს ვხედავ და ჯერჯერობით არ ვიტყვი.

მე რასაც ვუყურებ, მათ სხვა მიმართულებით უნდათ რელსების გადატანა, რომ კონკრეტულ ადამიანს და კონკრეტულ პიროვნებას მიადგნენ. ეს, ჩემი აზრით, კიდევ უფრო საინტერესო ხდება. როგორ მოხდა ეს ყველაფერი, თუნდაც ამ რელსებზე გადატანით და ორი თვის განმავლობაში რატომ იყო დუმილი. არავითარი კონფიდენციალური აქ არ არის. კონფიენციალურია გამოცდების ჩატარებდამდე ეს კაზუსები და ტესტები და მეტი არაფერი. მას შემდეგ, თუ კი დანაშაულის ფაქტს ჰქონდა ადგილი რა გამოძიებას ატარებდნენ? მოკვლევა ჩაატარა საბჭომ? თან თვითონვე ამბობენ საბჭოს წევრები, რომ შეიძლება ის ადამიანი საბჭოს წევრი იყოსო. გამოდის რა, რომ საბჭოს წევრები ერთი ან შესაძლებელია ბევრი, ჩართული იყოს ამ საქმეში და თავისივე თავის წინააღმდეგ ატარებს მოკვლევას, თუ რას აკეთებს?!. მე, უბრალოდ, მართლა გაკვირვებული ვარ მათი პასუხებით“,- განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
news.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა