თეგებით ძიება
07. 02. 2016 News-ები

"ბიბისის" ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ დღეს შესაძლოა, რაკეტა გაუშვას

ჩრდილოეთ კორეამ დღეს შესაძლოა, რაკეტა გაუშვას. "ბიბისის" ცნობით, ამის შესახებ რეგიონული მედია იტყობინება. მათი ცნობით, რაკეტას, რომლითაც ოფიციალური ფხენიანის განცხადებით, კოსმოსში სატელიტი უნდა გაიგზავნოს, კვირას დილით ადრე გაუშვებენ.
ჩრდილოეთ კორეის გეგმები უკვე დაგმეს მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა. საერთაშორისო საზოგადოების მოსაზრებით, ფხენიანი ამგვარად ბალისტიკური რაკეტის გამოცდას გეგმავს.
სამხრეთ კორეა კი ჩრდილოეთს აფრთხილებს, რომ რაკეტის გაშვება ფხენიანს "ძვირი დაუჯდება". პარალელურად, იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ბრძანება გასცა, რომლის მიხედვითაც იმ შემთხვევაში თუ რაკეტა ქვეყნის საჰაერო სივრცეს მიუახლოვდება, მას ჩამოაგდებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა