თეგებით ძიება
09. 02. 2016 News-ები

კახა კალაძე ცესკოში საკადრო ცვლილებებზე საუბრობს

"ეს არის მიზანმიმართული ცრუ ინფორმაცია," - ასე ეხმაურება ვიცეპრემიერი, კახა კალაძე, ცესკოში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებებს.

კალაძე ამბობს, რომ დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები კანონის დაცვით ჩატარდება.

"ეს არის მიზანმიმართული ცრუ ინფორმაცია. ასეთი რამ 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ და არასდროს აღარ განმეორდება. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს,
დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებულ ქვეყანას," - აცხადებს კახა კალაძე.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ცესკომ საოლქო კომისიებში ქართული ოცნების წარმომადგენლები დანიშნა რის გასაჩივრებასაც სასამართლოში გეგმავენ.

ცესკოსთან დღეს გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა აქციაც გამართეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა