თეგებით ძიება
11. 02. 2016 News-ები

კირჩხიბი: პიროვნების ზოგადი დახასიათება

მას მართავს მთვარე, რომელიც უდიდეს ემოციებს აღუძრავს კირჩხიბებს. კირჩხიბები საოცარ სიმორცხვეს ავლენენ და ყველაზე დიდი შიში აქვთ უარისა, ვიდრე ერთად აღებულ ყველა ნიშანს. ისინი ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ იქითკენ, რისი მოპოვებაც სურთ, შემდეგ კი სრულიად მოულოდნელად მსხვერპლს ხელთ იგდებენ.

კირჩხიბი ნიშანია კომფორტის სიყვარულის. კირჩხიბი მართავს კუჭს და ნერვული დაძაბულობის გამო ცუდად ჭამს.

კირჩხიბი ძალიან ღრმა ნიშანია. ეს ადამიანები სიბერემდე ინარჩუნებენ თავიანთ ახალგაზრდობისდროინდელ შეხედულებებს. ამ ნიშნის მამაკაცები სხვებთან შედარებით, ხშირად ოჯახში, დედასთან უფრო დიდხანს ცხოვრობენ.

კირჩხიბს ესაჭიროება იმ ადამიანთა სიმპათიები, ვისთანაც მას ურთიერთობა აქვს. ისინი გაურბიან მკვახე ლაპარაკს და ძლიერ კრიტიკას, მიუხედავად იმისა, დაიმსახურა თუ არა იგი.

მიუხედავად იმისა, რომ კირჩხიბებს უყვართ საკუთარი ოჯახები, მათ იტაცებთ მოგზაურობები. კირჩხიბები ხშირად ნაღვლობენ გარდასულ დღეებზე, ბავშობის ხანაზე.

თუ კირჩხიბი გაღატაკდა (ეს ძნელი მისაღწევია და ძალიან იშვიათად ხდება), იგი ხშირად ძალით მოქმედებს.

სპეციალურად: GOGAGGG.com-ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა