თეგებით ძიება
12. 02. 2016 News-ები

ოკუპირებული აფხაზეთი 1 აპრილიდან სავიზო რეჟიმზე გადადის

ოკუპირებული აფხაზეთი იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონს დამოუკიდებლად არ აღიარებენ, 1 აპრილიდან სავიზო რეჟიმზე გადადის.

ამის შესახებ რუსულ მედიას ე.წ. პარლამენტის ვიცე სპიკერმა განუცხადა. მისი თქმით, გამონაკლისი იქნება ის ქვეყნები, რომლებსაც აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან გაფორმებული აქვთ ორმხრივი უვიზო შეთანხმება. სავიზო რეჟიმი აფხაზეთის ტერიტორიაზე სამუშაოდ ჩასულებსაც შეეხებათ.

აფხაზეთის დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ, ტუვალუ და ვანუატუ აღიარებენ.
rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა