სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა
სირიაში, თურქეთის საზღვართან ახლოს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალას მკვიდრი 30 ბესლან მუხტაროვი ავიაიერიშის დროს დეკემბერში გარდაიცვალა.
„ერთი ხუთი-ექვსი წელია გასულია სოფლიდან. სწავლობდა უნივერსიტეტში თურქეთში, არ ვიცით რომელ ქალაქში. როგორც კი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, მაშინვე მივმართე მამამისს, მან მითხრა, როგორც ამბობენ დაიღუპაო“,- განაცხადეს თანასოფლელებმა.
news.ge