ზუგდიდში დაკარგული 3 მამაკაცი, სავარაუდოდ, გარდაცვლილი იპოვეს
ზუგდიდში გაუჩინარებული სამი მამაკაცი, სავარაუდოდ, გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთადან გაუჩინარებული სამი მამაკაცის მკველობისთვის დაკავებულია ყოფილი სპეცრაზმელი ძ.ბ.
როგორც კურიერის კორესპონდენტისთვის გახდა ცნობილი, დაკავებულმა მკვლელობა აღიარა და სამართალდამცავებსგვამების ადგილსამყოფელის ჩვენებას დაპირდა. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებს.
ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთადან სამი მამაკაცი გუშინ გაუჩინარდა.