თეგებით ძიება
12. 02. 2016 News-ები

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთი განაგარძობს აგრესიულ ქმედებებს

მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა. შეხვედრის დღის წესრიგში განსახილველ საკითხებს შორის არის ტერორიზმთან ბრძოლა, რუსეთის აგრესია უკრაინაში და სირიის ლტოლვილების თემა. საქართველოს დელეგაცია, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მთავარ ღონისძიებებში მონაწილეობს. გიორგი კვირიკაშვილი რამდენიმე შეკრებაზე სიტყვითაც გამოვა და ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.

კონფერენციაზე იმყოფება ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილხამ ალიევი და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები. მიუნხებში იმყოფება ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილიც.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთი განაგარძობს აგრესიულ ქმედებებს და მისი თქმით, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, სიტუაცია არ გაუმჯობესდება.

„რუსეთი ამ დღეებში ჩადის სირიაში ფართო მასშტაბით სამხედრო დანაშაულს. ბომბავს უამრავ მშვიდობიან ადამიანს. სანამ იქნება ეს რეჟიმი, იქნება ეს უბედურებები. ამიტომ საქართველო არის ერთ-ერთი პატარა ეპიზოდი, იმისა, რასაც ისინი აკეთებენ წლების განმავლობაში,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა