თეგებით ძიება
23. 02. 2016 News-ები

ახვლედიანი მოსამართლეთა გამოცდების პროცესში დარღვევებზე საუბრობს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი მოსამართლეთა გამოცდების პროცესში აღმოჩენილ დარღვევებზე საუბრობს. ტესტების შესაძლო გაჟონვის გარდა, როგორც მან განაცხადა, საუბარია იმაზეც, რომ კომპიუტერებში, გამოცდების დროს, ინტერნეტი იყო ჩართული.

„ამ საკითხებში ჩართულია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლეები, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები. ჩემი ინფორმაციით, არავითარი კომისიაც კი არ შეუქმნიათ ამ საკითხებზე სამსჯელოდ. ზოგიერთი წევრი აცხადებს, რომ შეიძლება ჰაკერულ თავდასხმას ჰქონდეს ადგილი, რაც, უბრალოდ სასაცილოა, ჩემი აზრით.

კიდევ უფრო მეტ დარღვევებზეა საუბარი. ამ გამოცდების პერიოდში, კომპიუტერებში ჩართული იყო ინტერნეტი და ზოგიერთი გამოსაცდელი სარგებლობდა საკანონმდებლო მაცნეს ინფორმაციით, რაც კანონით არის დარღვევა. ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი ამის თაობაზე, გაძევებულიც კი არის. იქნებ, პირდაპირ მიწერ-მოწერაც ჰქონდა ვინმესთან, „ფლეშკის“ გამოყენებით გადაწერა ეს ყველაფერი.

როგორ მოიკვლია ეს ყველაფერი, IT სპეციალისტი ჩართო ამ საკითხებში თუ თვითონ არის, საბჭოს რომელიმე წევრი ამის სპეციალისტი, ეს ჩემთვის ბუნდოვანია“, - განაცხადა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, იგი აღნიშნულ საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ესაუბრა.
news.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა