თეგებით ძიება

„ავტობანზე სწრა­ფად მი­მა­ვა­ლი მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა“ – რა დეტალები ხდება ცნობილი ალექსანდრე ზაზარაშვილის ძმის გარდაცვალებაზე

ცნობილ ქართველ მომღერალს ალექსანდრე ზაზარაშვილს ძმა გარდაეცვალა.

აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი, ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

„ძმა დავკარგე…სამუდამოდ ჩემს გულში დარჩები ნიკა, უკეთეს ცხოვრებას იმსახურებდი, სულ თვალწინ მიტრიალებს მთელი ჩვენი ბავშვობა, არ მჯერა რომ აღარ ხარ და ალბათ ვერც დავიჯერებ“, – წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მისი უფ­რო­სი ძმა ნიკა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა, რო­მე­ლიც გორი-რუ­ი­სის გზა­ზე მოხ­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მან­ქა­ნა ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლეს და­ე­ჯა­ხა. მომ­ხდა­რის შე­დე­გად 20 წლის ნიკა ქვრი­ვიშ­ვი­ლი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

„ავ­ტო­ბან­ზე მომ­ხდარ ავა­რი­ას ემსხვერ­პლა, სწრა­ფად მი­მა­ვა­ლი მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა, როცა გზა­ზე გა­და­დი­ო­და“, – ჰყვე­ბი­ან ახ­ლობ­ლე­ბი.

აღსანიშნავია, რომ რომ წლე­ბის წინ ალექ­სან­დრეს ოჯახ­მა ოთხი დედ­მა­მიშ­ვი­ლი იშ­ვი­ლა, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ გარდაცვლილია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა