თეგებით ძიება
23. 02. 2016 News-ები

"იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანონით დადგენილ საფუძვლებს გასცდა"

"იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანონით დადგენილ საფუძვლებს გასცდა," - ეს განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით გააკეთა და დასძინა, რომ "ამ ეტაპზე, საბჭოს დღევანდელი შემადგენლობა საზოგადოებაში ნდობით არ სარგებლობს".

"იუსტიციის უმაღლესი საბჭო უკანასკნელ პერიოდში, თუ დავაკვირდებით, მოსამართლეთა გამწესებასთან თუ სასამართლო თანამდებობის პირების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების პროცესში გასცდა კანონით დადგენილ საფუძვლებს," - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ საპარლამენტო მოხსენებაში მითითებული იყო იუსტიციის საბჭოს მყისიერი რეფორმის დაწყების და გატარების აუცილებლობა.

"აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება უნდა ჩაერთოს ამ პროცესში და მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რადიკალური რეფორმირება იმისთვის, რომ ამ ორგანომ კვლავ დაიბრუნოს საზოგადოების ნდობა და ეს ნდობის მანდატი გაძლიერდეს," - განაცხადა კვერენჩხილაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა