თეგებით ძიება
23. 02. 2016 News-ები

მუცლით მღვდელს ატარებ დედი- მამა პეტრე ტკივილს საჯაროდ გამოხატავს

მამა პეტრე კვარაცხელიას დედა გარდაეცვალა, ემოციებით სავსე მამა პეტრე თავის გულისტკივილს საჯარო წერილით გამოხატავს :

"შენი ცრემლებით შედედებული რძე დამიდგი და ბავშვობა წართმეული ფიქრები ჩამიყარე, რომ დავნაყრდე დედა...
ისევ შეიცვალა ამინდი და ქარი ლეღვის ფოთოლს წუხელ გამალებით ხევდა, მერე ქოხში, ვიდრე დავიბადე თურმე აღარ გიკარებდა ძილი, შენში ვიზრდებოდი, მაგრამ ცხრა თვე მაგუებდი სევდას, მამის გაღიმება ჩემთვის უხო იყო ხილი-როგორ არ მინდოდა, როგორ არ მინდოდა გარეთ გამოგეშვი დედა.
ძარღვში სისხლის ნაცვლად, შენი ამოძრავდა ცრემლი. გული ფეთქავს, როგორც უკვე განწირული ძალა და ჩემს გაჩენამდე, რომ შენს დაბადებას წყევლი, ფიქრმა შენით სუნთქვა, თვეში ცხრაჯერ ამიკრძალა... ფრთხილად, არ წაიქცე, მუცლით მღვდელს ატარებს დედი, ჩუმად წამიკითხე წიგნში დაბადების თავი, მერე მშობლიური ლოცვით შემიზავე მკერდი, მამამ შეიწირა, ჯერ არ გაჩენილი კრავი... ნეტავ უსასრულოდ ცხრა თვე გამიგრძელდეს, დედა“-

ავტორი ნათია ჩაფიძე
სპეციალურად GOGAGGG.COM-ისთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა