თეგებით ძიება
24. 02. 2016 News-ები

ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებაში 5 ახალგაზრდა დააკავეს

ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებაში 5 ახალგაზრდა დააკავეს. დაკავებულები პოლიციის მესამე განყოფილებაში ჰყავთ გადაყვანილები.

პოლიციის განყოფილებასთან დაკავებულთა ოჯახის წევრები იმყოფებიან, რომლებიც მომხდარს იხსენებენ. ისინი ამბობენ, რომ საცხოვრებელ კორპუსთან რამდენიმე ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც შეიარაღებული პირები გადმოვიდნენ და ახალგაზრდების დაკავება დაიწყეს. მათივე მტკიცებით ადგილზე ფიზიკურ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი.

ფიზიკურ დაპირისპირებას და ძალის გამოყენების ფაქტს არ ადასტურებენ შს სამინისტროში. უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავება კანონის ფარგლებში მოხდა. სამინისტროში განმარტავენ, რომ 5 ახალგაზრდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს, რომლებსაც ნარკოლოგიური შემოწმება უნდა ჩაუტარდეთ.
rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა