თეგებით ძიება
24. 02. 2016 News-ები

კიმ კარდაშიანის და კენი უესტის ვაჟი

თითქმის სამი თვე მოუწიათ კარდაშიანების ოჯახის თაყვანისმცემლებს მოცდა, იმისთვის, რომ ენახათ, როგორ გამოიყურებოდა კიმ კარდაშიანის და კენი უესტის ვაჟი. და აი, როგორც იქნა ვარსკვლავმა გამოაქვეყნა თავის პატარას, სეინტ უესტის პირველი ფოტო.

პატარას სურათი კიმმა გაუზიარა თავის გულშემატკივრებს თავის ოფიციალურ საიტზე. ასევე მან განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა გამოექვეყნებინა ფოტო სწორედ დღეს.

\'\'დღეს მამაჩემის დაბადების დღეა. მე ვიცი, რომ ყველაზე მეტად სურს ნახოს შვილიშვილი. ამიტომაც მე მინდა სეინტის ფოტო ყველას გაგიზიაროთ.\'\'

- დაურთო ფოტოს კიმმა.

შეგახსენებთ, რომ სეინტ უესტი დაიბადა 2015 წლის 5 დეკემბერს.

კიმ კარდაშიანის და კენი უესტის ვაჟი

კიმ კარდაშიანის და კენი უესტის ვაჟი

კიმ კარდაშიანის და კენი უესტის ვაჟი


სპეციალურად: GOGAGGG.com-ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა