თეგებით ძიება
24. 02. 2016 News-ები

პენტაგონი რუსეთზე სანქციების გაზრდის ინიციატივით გამოდის

სირიაში მიმდინარე ომის ფონზე, პენტაგონის ცენტრალური სადაზვერვო სამსახური და აშშ-ს გაერთიანებული შტაბი, მოსკოვის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესების და გადამწყვეტი ზომების მიღების ინიციატივით გამოდის.

პენტაგონის მეთაურმა, ეშტონ კარტერმა ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯონ ბრენანმა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარემ, ჯოზეფ დანფორდმა თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე მოსკოვის ქმედებებს ძალიან მწვავე შეფასება მისცეს და რუსეთის წინააღმდეგ ახალი ზომების მიღების ინიციატივით გამოვიდნენ. ზეწოლის გამკაცრების ერთ-ერთ ვარიანტში სირიის მხარდაჭერა იგულისმხება, რათა მოხერხდეს მისი დაცვა მოსკოვის საჰაერო დარტყმებისაგან. მეორე ვარიანტად კი ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესება განიხილება.

„Wall Street Journal“-ის ცნობით ზემოთხსენებული მაღალჩინოსნები არ არიან დარწმუნებულნი იმაში, რომ რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას დაიცავს. გამოცემა აღნიშნულ ინფორმაციას აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კარტერის, ბრენანისა და დანფორდის პოზიციამ მოსკოვთან მიმართებაში შესაძლოა გავლენა იქონიოს პრეზიდენტ ობამაზე, რათა მან გადამწყვეტი ზომები მიიღოს“ – წერს გამოცემა „Wall Street Journal“.

ამასთანავე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა რედაქციასთან საუბარში განაცხადა, რომ ვაშინგტონის ქმედებები არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. წყარო დასძენს, რომ თუ კი მოსკოვი სირიასთან მიმართებაში კურსს არ შეცვლის საკუთარ თავს თავად ავნებს.

შეგახსენებთ, 22 თებერვალს მოსკოვი და ვაშინგტონი სირიაში დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით მოცემული შეთანხმება ძალაში 27 თებერვლიდან შევა.
euronews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა