თეგებით ძიება
24. 02. 2016 News-ები

რუსთავის მერმა უამრავი ოჯახი ქუჩაში უსახლკაროდ დატოვა

XI მკრ-ში, მიტოვებული შენობიდან რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ პოლიციას იძულების წესით რამდენიმე ოჯახი გამოასახლებინა, ამ ამბავს "თავისუფალი ზონის" წევრი რუსკა მჭედლიძე გამოეხმაურა :

სოციალურად დაუცველი , უსახლკარო ადამიანები მეოთხე დღეა ამ მიტოვებულ, დანგრეულ შენობაში თავს აფარებდნენ გაუსაძლის სიცივეს, ისინი ვეღარ იხდიდნენ ბინის ქირის ფულს და იძულებულები გახდნენ ასეთ გაუსაძლის პირობებში ეცხოვრათ. ამ ადამიანებმა რუსთავის მერის სახელზე მანამდე არა ერთი წერილი დაწერეს და ბატონმა ჯიქიამ დახმარების სანაცვლოდ ისინი მერიის ბალანსზზე აყვანილი დანგრეული და გაპარტახებული შენობიდან იძულებით გამოყარა! დანგრეული შენობის ტერიტორიას ამ წუთებში რუსთავის მერის დავალებით პოლიცია "ყარაულობს" უსახლკარო ადამიანები კი თავის მცირეწლოვან შვილებთან ერთად ღამეს, ღია ცის ქვეშ გაათენებენ!

ავტორი ნათია ჩაფიძე
სპეციალურად GOGAGGG.COM-ისთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა