თეგებით ძიება
24. 02. 2016 News-ები

გიორგი ქადაგიძის ბოლო სამუშაო დღე ეროვნულ ბანკში

გიორგი ქადაგიძეს ეროვნული ბანკის პრეზინდეტისა და საბჭოს თავმჯდოამრეობის პორტზე დღეს ვადა ეწურება. მისი შემცვლელის დამტკიცებამდე უწყების ხელმძღვანელის ფუნქციას
ბანკის ვიცე-პრეზინდეტი არჩილ მესტივრიშვილი შეასრულებს.

პროცედურის მიხედვით საბჭოს ახალი წევრი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, მოგვიანებით კი საბჭო ბანკის პრეზინდეტის კანდიდატურას დასამტკიცებლად გიორგი მარგველაშვილს გადაუგზავნის.

პარალელურად, გიორგი ქადაგიძემ უფლება-მოვალეობის ვადის ამოწურვასთან ერთად, დღის ბოლოს, მცირე კომენტარი ფეისბუქის საკუთარ გვერდზეც გააკეთა.

”ძალიან საინტერესო, რთული, წინააღმდეგობებითა და მიღწევებით სავსე 7 წელი იყო. იყო შეცდომებიც, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ბევრი შევძელით. მადლობა ყველას მხარდაჭერის, გულშემატკივრობისა და კრიტიკისათვის” - წერს ქადაგიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა