თეგებით ძიება
25. 02. 2016 News-ები

მკვლელობა კასპში, მამაკაცი ხელით გაგუდეს

შსს-ს თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული ზურაბ ფ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც უწყებაში განაცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა კასპის რაიონის სოფელ ზემო ხანდაკში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს - 1971 წელს დაბადებულ მამაკაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ხელით გაგუდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „პოლიციამ ზურაბ ფ. მომხდარიდან ნახევარ საათში დააკავა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - განაცხადეს შსს-ში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა