თეგებით ძიება
26. 02. 2016 News-ები

შსს ტყიბულში მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტყიბულში საქნახშირის ადმინისტრაციის შენობაში, მეშახტეების შეჭრის ფაქტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. უწყებაში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა, რომელთა ნაწილიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა დააზიანეს შენობის ფანჯრები და ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ.

"ტყიბულის რაიონულ პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ მაღაროს ადმინისტრაციის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა, რომელთა ნაწილიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა დააზიანეს შენობის ფანჯრები და ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით ადგილზე იმყოფებიან ტყიბულის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება,"-აცახდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა