მაგდა პაპიძის საქმის ახალი დეტალები, რატომ მოკლა ქმარ-შვილი? [EXCLSUIVE]
2015 წლის დეკემბერში მომხდარმა ტრაგედიამ, სრულიად საქართველო შეძრა, დაღუპული მამა-შვილი და ეჭმიტანელი დედა.
მაგდა პაპიძემ სასჯელი ჯერ კიდევ დანაშაულის დამტკიცებამდე მოიხადა, მაშინ როდესაც შვილის ცხედარს დასტიროდა პოლიციელებმა დასაკითხად წაიყვანეს, სადაც აწამეს და მუცელში მყოფ 3 თვის ბავშვს „წამების“ შედეგად სიცოცხლის უფლება დააკარგვინეს.
ნაწამებ მაგდა პაპიძეს საზოგადოებამაც მკვლელის იარლიყი მიაწება მაშინ როდესაც სიმართლე არავინ იცოდა.
ახლა კი გამოძიება ამტკიცებს, რომ : მაგდა პაპიძემ მოკლა ქმარი მაშინ როდესაც ეძინა, ბავშვს გაეღვიძა და გაჩუმების მიზნით „ხელში“ ბავშვიც შემოაკვდა, ეს ბოლო დროინდელი ვერსიაა, თუმცა გამოძიება იმასაც ამტკიებდა, რომ ქმარმა მაგდას საყვარელთან შეუსწრო საყვარელი გაიქცა, დაღუპულ ომარს კი ხელში ცოლი შერჩა, თავდაცვის მიზნით კი მაგდამ ომარი მოკლა, გამოძიება აზრს ყოველდღე იცვლის თუმცა ერთ-ერთი წყარო გვიყვება :
„ მაგდა ომარის ვერ მოკლავდა, რადგანაც სუსტი იყო იმდენად სუსტი, რომ ასეთ ქმარს უბრალოდ ვერ მოერეოდა, მითუმეტეს შვილს როგორ მოკლავდა, როცა მთელი 5 წელი მის აღზრდას მოანდომა და მარტო არასდროს ტოვებდა თუ სამუშაო არ ქონდა ისიც ყოველ წუთს რეკავდა, ჩემს შვილს რამე ხომ არ ჭირდებაო.
არ მესმის გამოძიებამ საიდან იცის მაგდასა და ომარს ცოლ-ქმრული ურთიერთობა ქონდა თუ არა, ან სად წავიდა ბიჭი რომელიც გამოძიების თქმით ადასტურებმა, იმ ამბავს რომ ომარიმ მაგდას საყვარელთან შეუსწრო, აშკარაა, რომ გამოძიება ცდილობს ვიღაცის სისხლიანი ხელები მაგდას შეაწმინდოს, მე მასთან ახლო ურთიერთობა არ მქონია და არც გამოვრიცხავ საყვარლის არსებობას, თუმცა ქმრის მოშორება რომ სდომოდა უბრალოდ დაშორდებოდა ომარი ამაზე უარს არ ეტყოდა. მაგდამ კარგად იცოდა, რომ ორსულად იყო და ორსული ქალი როგორ გაიმეტებს შვილს და ქმარს, როცა მუცელში ახალი სიცოხლე ყავს? პოლიციელებს ემუდარებოდა ნუ მაწამებთ ორსულად ვარო მაგრამ პოლიციელებმა მუცელში მყოფი ბავშვიც მოუკლეს და ამის გამო პასუხს არავინ აგებს, აშკარაა რომ მაგდას გაასამართლებენ და მრავალი წელი ციხეში გაატარებს, ამ ქვეყანაში ხომ ნაცნობობა უფრო ფასობს ვიდრე დამნაშავის დასჯა! !“
ავტორი ნათია ჩაფიძე
სპეციალურად GOGAGGG.COM-ისთვის