თეგებით ძიება
26. 02. 2016 News-ები

კვირიკაშვილი პეტრიაშვილის დაჭრას ეხმაურება

ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის ფაქტს პრემიერმინისტრი ეხმაურება და მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებაზე საუბრობს. განცხადებას კვირიკაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

"მინდა, გამოვეხმაურო ალექსი პეტრიაშვილზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას და მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მომხდარი მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოიძიოს.

"მე უკვე ვესაუბრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა ამ შემზარავ ფაქტზე რეაგირება იყოს ძალიან მკაცრი. სამართალდამცავი უწყებები ყველა საჭირო ზომას მიმართავენ, რათა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს საქმის გამოძიება, დამნაშავეების დაკავება და სასამართლოს წინაშე მათი წარდგენა.

"მომხდარით უკიდურესად შეშფოთებული ვარ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში დაუსჯელი არ დარჩება,"-აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა