თეგებით ძიება
14. 03. 2016 News-ები

ანდრეს ბრეივიკი ციხეში არაადამიანურ მოპყრობაზე ჩივის

77 ადამიანის მკვლელი ანდრეს ბრეივიკი ციხეში არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს. ბრეივიკის თქმით, სრულ იზოლაციაში ყოფნა მისთვის გაუსაძლისია. მისი ადვოკატის განცხადებით, ამ თემასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა 15 მარტს გაიმართება, სადაც ბრალდებულის მხარე ბრეივიკის უკეთეს პირობებში გადაყვანას მოითხოვს. ამჟამად ბრეივიკი სპეციალურად აგებულ საკანში მარტოა მოთავსებული, რომელსაც 3 ოთახი აქვს. ადვოკატის თქმით, მას ადამიანებთან კონტაქტი არ აქვს, რაც ბრეივიკის ფსიქიკური მდგომარეობისთვის ცუდია. ანდრეს ბრეივიკი 2011 წელს 77 ადამიანის მკვლელობისთვის დააკავეს.
palitratv.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა