აშშ-მა უკრაინას 400 მილიონი დოლარის ღირებულების უსაფრთხოების პაკეტი გამოუყო - ლოიდ ოსტინი
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების უსაფრთხოების პაკეტი გამოყო.
UNIAN-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრის დროს განაცხადა.
"პრეზიდენტ ბაიდენის ხელმძღვანელობით, შეერთებული შტატები ამ მხარდაჭერის ერთგული რჩება. ამიტომ, მოხარული ვარ გამოვაცხადო 400 მილიონი აშშ დოლარის პაკეტის შესახებ, რომელიც მოხმარდება უკრაინის თავდაცვის ძალების გაძლიერებას დამატებითი საბრძოლო მასალებით, ჯავშანტრანსპორტიორებით, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებითა და იარაღით“, - განაცხადა ოსტინმა.
მისივე თქმით, რამშტაინის კოალიციის ფარგლებში, 50-ზე მეტი მოკავშირე და პარტნიორი ქვეყანა დებს ძალისხმევას უკრაინის დახმარებაში.
შეგახსენებთ, ლოიდ ოსტინი კიევს დღეს, წინასწარი დაანონსების გარეშე ესტუმრა.