თეგებით ძიება
14. 03. 2016 News-ები

დღეს ალეკო ელისაშვილს დაკითხავენ

ალეკო ელისაშვილი დღეს მთავარ პროკურატურაშია დაბარებული. მას შეწყალების გახმაურებულ საქმეებზე და ასევე ეკა ბესელიას ბრალდებებზე დაკითხავენ.

როგორ ცნობილია, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, შეწყალების სანაცვლოდ, პატიმრისგან თანხის მოთხოვნაში ადანაშაულებს. ამ ფაქტის გამოძიების მოთხოვნით ბესელიამ პროკურატურას უკვე მიმართა.

ელისაშვილი მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს და გამოძიების დაწყებას თავადაც ითხოვს, პარალელურად, ცილისწამების, პატივისა და ღირსების შელახვისთვის ეკა ბესელიას წინააღმდეგ მიმდინარე კვირას სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა