დატბორილი და დაბზარული სახლები, დამეწყრილი მონაკვეთები - დასავლეთ საქართველოში სტიქიას ებრძვიან
სტიქია დასავლეთ საქართველოში - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რამდენიმედღიანმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. დაზიანდა შიდა სასოფლო გზები, დაიმეწყრა გარკვეული მონაკვეთები.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სოფელ ჩოჩხათიდან რამდენიმე ოჯახი სამაშველო სამსახურმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა. ფოთში კი სტიქიის გამო, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერდა - დატბორილი გზები აფერხებს დაწესებულებების ფუნქციონირებას. ქალაქი მესამე დღეა სტიქიას ებრძვის.
მერიის ინფორმაციით, გუშინ საღამოს ქარბორბალა განმეორდა და დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები. ამ დროის მონაცემებით, ჯამში დატბორილია 200-მდე სახლის პირველი სართული, ქარის შედეგად კი დაზიანებულია 50-მდე შენობის სახურავი.