თეგებით ძიება
28. 03. 2016 News-ები

პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართელებად თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა წარადგინა. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით კანდიდატურები პროფესიონალიზმის ნიშნით შეარჩია. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ეს ორი მოსამართლე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებაში.

"იქნებიან ადამიანები, რომლებიც სწორედაც საქართველოს სახელით, გამოიტანენ განაჩენებს. არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არა რომელიმე ჯგუფის, არა რომელიმე პოლიტიკოსის, არამედ საქართველოს სახელით შეძლებენ, რომ გამოიტანონ განაჩენი და უკეთესი მართლმსაჯულება მისცენ ქვეყანას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა