თეგებით ძიება
28. 03. 2016 News-ები

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი დღეს საქართველოში ჩამოდის

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი დღეს საქართველოში ჩამოდის. ჟოზეფ დოულის თბილისში საღამოს ელოდებიან.

შეხვედრებს EPP-ს პრეზიდენტი ხვალიდან დაიწყებს. პირველი შეხვედრა მას ე.წ მატროსოვის ციხეში მყოფ ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენლებთან - ვანო მერაბიშვილთან, გიგი უგულავასა და ბაჩო ახალაიასთან აქვს ჩანიშნული. რის შემდეგაც ჟოზეფ დოული ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს შეხვდება.

დღის ბოლოს ქორთიარდ მერიოტში შემაჯამებელი პრესკონფერენცია მოეწყობა.

გააკეთებს თუ არა დამატებით განმარტებებს დოული საქართველოს ვიზალიბერალიზაციასა და მომავალ არჩევნებზე კავშირზე - ეს უკვე მოგვიანებით გახდება ცნობილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა