თეგებით ძიება
29. 03. 2016 News-ები

რა ფორმით წარსდგება კოალიცია ქართული ოცნება არჩევნებზე

რა ფორმით წარსდგება კოალიცია ქართული ოცნება არჩევნებზე - თავად რესპუბლიკურ პარტიაში კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ ისინი 2012 წელს ამომრჩევლის წინაშე აღებულ ვალდებულებას ბოლომდე შეასრულებენ და კოალიციიდან გასვლას ამ ეტაპზე არ აპირებენ.

„კოალიცია არ დაიშლება ჩვენი მიზეზით, პარლამენტის თავმჯდომარე არ გადადგება, ჩვენი სამი მინისტრიდან არც ერთი არ გადაგდება, არც ერთი თანამდებობის პირი არსად, არც პარლამენტში, არც ქალაქის საკრებულოში, არც რაიონებში, არ აპირებს გადადგომას,“ - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ამავე საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ნაციონალური მოძრაობის წევრმა მიხელ მაჭავარიანმა.

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის შეფასებით, საუბარი მხოლოდ თანამდებობის შენარჩუნებაზეა.

„კოალიციას და მასში შემავალ პარტიებს და არც რესპუბლიკელებს, არ აინტერესებთ რა ხდება ქვეყანაში, და როგორ გამოვიდეს ქვეყანა ამ მძიმე მდგომარეობიდან, საუბარია სკამების შენარჩუნებაზე, საუბარია თანამდებობის შენაჩუნებაზე,“ - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა